თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. მან თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

სრულად...

„მინდა, მადლიერებით კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მივმართო და მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის მთავრობა უწევს ქართულ ჯარს. ეს ყოველწლიური დახმარება წლიდან წლამდე იზრდება. გაისად ეს თანხა შეადგენდა 35 მილიონ დოლარს. ეს იყო რეკორდული დახმარება გრანტის სახით, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

სრულად...

საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა თავდაცვის ბიუჯეტსა და მის ძირითად პრიორიტეტებს შეეხებოდა. პასუხის გაცემისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წლებში საკანონმდებლო ორგანოსგან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ექნება.

სრულად...

საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარებას შეეხებოდა.

სრულად...

თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან Fireeye თანამშრომლობს როგორც კიბერთავდაცვითი ტექნიკური გადაწყვეტილებების კუთხით, ასევე საგანმანათლებლო სფეროს მიმართულებით - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაზეც ისაუბრა. 

სრულად...

საქართველოს პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნის კუთხით გადაგმული ნაბიჯები და დაგეგმილი ამოცანები კანონმდებლებს წარუდგინა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა. სამოქმედო გეგმებზე საუბრის შემდეგ, მან 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა.

სრულად...

„მომდევნო წლებში ჩვენი პრიორიტეტი იქნება ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ნატოსთან და მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი