საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა ნატოში ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყების მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრით დაიწყო.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი და ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ამჯერად ქალაქ ყვარლის მე-2 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 36 წელი შეუსრულდებოდა.
პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. III ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სკოლის მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობები ეწვივნენ. მათ კადეტებისთვის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ითამაშეს.
საქართველოს სერჟანტთა აკადემიის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა. აკადემიის დღე კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დასავლეთ სარდლობის დაარსების დღე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.
1 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების დაარსების დღეს აღნიშნავს. აღმოსავლეთ სარდლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში გაიმართა. პირად შემადგენლობას საიუბილეო თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.