საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურს, ადმირალ ჯეიმს ფოგოს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შეხვდა.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწავლების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ.
საქართველოს ორდღიან ვიზიტად ნატოს სამხედრო კომიტეტი ავიაციის მთავარი მარშალის სერ სტიუარტ პიჩის თავმჯდომარეობით ეწვია.
საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია.
საქართველოში ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის ძალების მეთაური, ადმირალი ჰააკონ ბრუნ-ჰანსენი პირველ ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება. ნორვეგიელ ადმირალს მასპინძლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია უწევს. გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე საზეიმო დახვედრისა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერის დატოვების შემდეგ, ქართველმა და ნორვეგიელმა კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
2017 წლის 30 მაისს თავდაცვის სამინისტროსა და ქალბატონ ეკატერინე ქვლივიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების პირობების თანახმად მივლინების ვადების ჩათვლით სამსახურის ვადა განისაზღვრა 8 წლით.
საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა სამხედრო სფეროში ურთიერთობის დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მაღალი დონის ვიზიტებით, ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებით, ესტონეთისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობით გამოიხატება.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი მარტინ ჰერემი იმყოფება. მას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს.
ნატოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაუწია. გენერალურ მდივანთან ერთად JTEC-ს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.