საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.
27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლატვიის ელჩს ინგრიდა ლევრენესს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის.
თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მ. შანაჰანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას წერილს უგზავნის და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში შეტანილ წვლილს აღნიშნავს, ასევე, იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრა გამართა.
მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაისთან ერთად მარნეულის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამი პირადად მიულოცა და მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება. დღეს ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეები ამჯერად კასპის რაიონის სოფელ ლამისყანას საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი სახის პრეზენტაცია წარადგინეს.
ასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე „განათლებულ სერჟანტთა კორპუსის განვითარება“ გაიმართა.
დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგმა გახსნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.