დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. დღეიდან 19 სამხედრო მოსამსახურე ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულში ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებს.
ვაზიანის მე-4 სასროლეთზე მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის („ბრავო“ ასეული) ათეულისა და ოცეულის საბრძოლო სროლები გაიმართა. სწავლება ათეულისა და ოცეულის ზომის ქვედანაყოფის ტაქტიკურ მომზადებას, სინქრონიზებული მოქმედებების დახვეწასა და ქვედანაყოფის შეფასებას ისახავდა მიზნად.
საქართველოს თავდაცვის ძალებს 54 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი IV მექანიზებულ ბრიგადაში საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან დადეს.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP), თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა გეგმიური საბრძოლო სწავლება ჩაატარა. წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე ასეულის დონეზე გაიმართა.
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავს 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს (CISM) 70 წლის იუბილესთან საკავშირებით ლისის ტბაზე 7-კილომეტრიან დისტანციაზე გარბენი მოეწყო. მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა და უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
ზამთრის საბაზისო სამთო მომზადების კურსის პროცესის გასაცნობად ბაკურიანში აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი ჩავიდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.