შინდისის ბრძოლიდან 10 წლისთავზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირ მებრძოლებს პატივი მიაგეს. თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის მეხუთე სასროლეთზე საინჟინრო და მექანიზებული ქვედანაყოფების კომბინირებული სწავლება გაიმართა საბრძოლო სროლებით. სწავლებაში ქართველი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში, სამთო მომზადების ზაფხულის მორიგი შუალედური კურსი დასრულდა. სწავლების დახურვის ცერემონიალი სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
რიგით გოგა გოგლიჩაძეს, რომელმაც მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას გმირული საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.
„ამ სწავლებების ფარგლებში ჩვენი თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან უფრო მაღლდება, კომუნიკაცია სხვადასხვა სტრატეგიულ პარტნიორთან უფრო ღრმავდება, პროფესიონალიზმი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები უფრო ძლიერდება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში, რომელმაც „ღირსეული პარტნიორი 2018“ მიმდინარეობას გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად დღეს დილიდან აკვირდებოდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში სამხედრო მოსამსახურეების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონია გაიმართა.
2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე 4-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო. სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ ჩართული ცამიტევე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები გაიხსენეს, მათი ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და მხარდაჭერა აღუთქვეს.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში, ვაზიანში კომბინირებული სწავლება საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მონაწილეობით გაიმართა. კომბინირებული წვრთნა ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეებისა და აშშ-ის II საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით განხორციელდა, სადაც სამხედროებმა გერმანული „მარდერები“ და ამერიკული „ბრედლები“ გამოიყენეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.