თავდაცვა

„ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად ნატოს შტაბ-ბინაში ოფიციალურ შეხვედრებს ესწრება.

 

სრულად...

საქართველოს ორდღიან ვიზიტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჰაერო ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ.

სრულად...

საერთო საჯარისო ცენტრის ორი წლის იუბილე კრწანისში აღინიშნა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წვრთნებისა და განათლების სარდალი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე დაესწრო.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა სომხეთის ახლადდანიშნულ სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ტიგრან ჰოვანესიანს უწყებაში უმასპინძლა.

სრულად...

საქართველოში აშშ-ის ევროპის 21-ე უზრუნველყოფის სარდლობის სარდლის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ფრედერიკო მაიოკკო იმყოფება. 

სრულად...

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.

სრულად...

უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სწავლება „Sea Breeze 2018“-ის პირველი აქტიური ფაზა დასრულდა.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ჩავიდა.

სრულად...

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ დღეიდან სათავეში კომპანია „სილქნეთი“ ჩაუდგება. რესპუბლიკა ივენთოლში „სილქნეთის“, „სილქროუდ ჯგუფისა“ და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მონაწილეობით, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 

სრულად...

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს სახელმწიფო უწყებების მიერ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის, პეტრე დევრიშაძის კომპანიისგან შესყიდვების განხორციელების საკითხზე შეკითხვა დაუსვეს. დაზუსტების პროცედურის ფარგლებში, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის შეკითხვას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უპასუხა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი