საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰაიკე ფაიჩსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ფრანც-იოზეფ ნოლტეს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა.
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 34 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მინისტრმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო, გიორგი ანწუხელიძის გმირობის ისტორია გაიხსენა და მის ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეზოში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა „Invictus Games“-ის ოფიციალური დროშა აღმართეს. „ძლიერთა თამაშების“ მხარდამჭერი კამპანია ოფიციალურად დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 102 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გორში, I ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.
ღირსეული პარტნიორი 2018“ დასრულდა. დახურვის ოფიციალური ცერემონიალი ვაზიანში, მე-11 პოლიგონზე გაიმართა.
მრავალეროვნულ წვრთნაში „ღირსეული პარტნიორი“ ამერიკული შემტევი ავიაცია საბრძოლო სროლებში წელს პირველად ჩაერთო. ვაზიანის მე-11 სასროლეთზე AH-64 „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენებმა კომბინირებულ საბრძოლო სროლებში მიიღეს მონაწილეობა. ქართულ და ამერიკულ ჯავშანტექნიკას საბრძოლო ვერტმფრენებმა ახლო საცეცხლე მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 სასროლეთზე სამედიცინო სწავლება ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღო სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სამედიცინო პოლიკლინიკის საველე ჰოსპიტალმა. პირობითად დაშავებულის ევაკუაცია ნორიოს საწვრთნელი პოლიგონიდან ამერიკული სამედიცინო ვერტმფრენით „შავი ქორით“ განხორციელდა. საველე ჰოსპიტალის პირადმა შემადგენლობამ პირობითად დაშვებულს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება აღმოუჩინა.
დიდგორის ბრძოლიდან 897-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა. დიდგორის ველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ. მამუკა ბახტაძემ და ლევან იზორიამ მოწვეულ სტუმრებს და მოსახლეობას დიდგორობა მიულოცეს და 9 საუკუნის წინანდელი გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.