31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „არმიჰოლში“ შეკრებილ საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
31 აგვისტოს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნება. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს ეს დღე თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალური შტაბის მართვის ცენტრიდან მიულოცეს.
თურქეთის გამარჯვების დღესასწაულსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ოფიციალური მიღება გაიმართა.
თბილისის ზღვაზე, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“ 177 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეუერთდა.
1-11 სექტემბრის ჩათვლით, საქართველო საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“-ს მერვედ უმასპინძლებს.
„ახლო მომავალში ჩვენ შევქმნით უპრეცედენტო შესაძლებლობებს რეგიონში, სადაც ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საერთაშორისო მისიების განხორციელებისთვის მომზადების ამაღლების საუკეთესო პირობები ექნებათ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში, ჰოჰენფელსში ვიზიტისას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებას გადის.
ლევან იზორია ჰოჰენფელსში, გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRS) საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას დაესწრება და ქართული კონტინგენტის მომზადების შესახებ ბრიფინგს პირადად მოისმენს.
საქართველოში აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია იმყოფება. საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ, დღეს აშშ-ის დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.
„ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მხარდამჭერი კამპანია გრძელდება. დღეს კამპანიის ფარგლებში ლისის ტბაზე 9 კმ-იან დისტანციაზე გარბენი ჩატარდა, რომელშიც დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრის დასასრულს, გარბენში გამარჯვებული სამეული გამოავლინეს. პირველი ადგილი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურემ, უფროსმა ლეიტენანტმა ონისე ქისტაურმა დაიკავა, მეორე ადგილზე პირველი ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, სერჟანტი გიორგი ბოჭორიშვილი გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლი, კაპრალი ლევან კვანჭიანი გახდა.
მარათონი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
IV მექანიზებულ ბრიგადაში 2019 წელს დაგეგმილი ლოგისტიკის მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება "LOGDEV 19" სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.