თავდაცვა

ბრიუსელი 7-8 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოში იმყოფება.

სრულად...

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის საწყისი დაგეგმვის კონფერენცია დაიწყო. კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გახსნა, სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

სრულად...

„ამერიკული მხარის დახმარებით საქართველოს შეიარაღებული ძალებს უახლესი კავშირგაბმულობის სისტემები გადაეცემა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში მონაწილე ყველა ქვედანაყოფი აღიჭურვება", განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კავშირგაბმულობის დღეზე ვაზიანის აეროდრომზე.

სრულად...

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 წლის კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

სრულად...

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ (SNGP) დაიწყო. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა დენის მერსიემ, ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ გახსნეს.

სრულად...

„ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ საერთო მიზნის მისაღწევად - გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და უზრუნველვყოთ მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება“, - ეს იყო ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურის, გენერალ დენის მერსიეს მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.

სრულად...

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი, გენერალი ებერჰარდ ცორნი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია. 

სრულად...

სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს ავიაციის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი