საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, თავდაცვის სამინისტროს ბრიტანელი მრჩეველი უწყებრივი მედლით, „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
პირველად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აშშ-ის ანალოგი - დრილ სერჟანტის კურსი დაიწყო. სასწავლო პროგრამა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ.
ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა. I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიულმა ბატალიონმა 3-კვირიანი მომზადება საბრძოლო სროლებით დაასრულა.
საქართველოს პირველ ოფიციალურ ვიზიტად ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი ესტუმრა. ჩეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტრენერების ტრენინგი „ფინანსური განათლება ჯარში“ დაიწყო. თავდაცვის უწყების განმარტებით, ტრენინგის მიზანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფინანსური განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება და ფინანსურ ვალდებულებებთან, ფინანსების გონივრულად მართვასთან დაკავშირებით, საჭირო უნარების განვითარება წარმოადგენს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროექტის „არა ოკუპაციას“ ფარგლებში ლექცია წაიკითხა. ლევან იზორია გორისა და კასპის თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, ადგილობრივ სტუდენტებს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა.
საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა წვრთნის პროგრამა - საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო. ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში მიმდინარე სამთო მომზადებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.