ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო საჰაერო თავდაცვის 22 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუმრობენ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მეშვიდე მოდული დაიწყო. მოდულს გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი ნინო ჯაფარიძე უძღვება.
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. მეექვსე, 2017 წლის გამოშვება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.
ქართულ შეიარაღებაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს ნატოს სტანდარტების ანალოგი ანაცვლებს. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებით დაიწყო.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი დღეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრს (JTEC) ეწვია.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მეექვსე მოდული დაიწყო, რომელიც გენდერის თემას ეხება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას დაესწრო. თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორია თავდაცვისა და უშიშროების პანელზე სიტყვით გამოვიდა თემაზე „საქართველოს თავდაცვის პრიორიტეტები ახლო და გრძელვადიანი გამოწვევების ფონზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.