საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს შეხვდა.
საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია. არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი იმყოფება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) საორიენტაციო კურსი დაიწყო. ტრენინგი - კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში - საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან.
საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს კავშირგაბმულობის დღეს აღნიშნავს. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა, მათი ღვაწლი ხაზგასმით აღნიშნა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველო დღეიდან ათი დღის განმავლობაში სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ პირველად უმასპინძლებს.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ძირითადი სასწავლო და ოცეულის სერჟანტის შუალედური კურსები დასრულდა. კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი დაბა კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ბაზაზე გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წაიკითხა ლექცია თემაზე „შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია და თანამედროვე გამოწვევები“.
გერმანელმა დიპლომატებმა დღეს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, კაპიტანი ლევან შუბითიძე ბუნდესვერის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.