ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან, ფიქრი იშიქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ მიმდინარე რიგით მეხუთე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამეს და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლებს სპეციალურ კურსს სთავაზობს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მეხუთე მოდული კეთილსინდისიერების ამაღლებასა და კორუფციის რისკების შემცირების თემას დაეთმო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდნენ.
საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
საქართველოს შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დანიის სამეფოს შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადაეცა.
ევროპული ინტეგრაციის კუთხით ცნობიერების ამაღლებისა და ევროპის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ევროპის დღეები იმართება. ევროპის დღეების ფარგლებში, დღეს რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP), ადამიანური რესურსების მართვისა და განათლების საკითხებში ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფი საქართველოში ოთხდღიან სამუშაო ვიზიტად იმყოფება.
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა. თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული ტიპის სწავლება 2007 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმი მონაწილეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.