საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა.
ქართველმა კადეტმა, ელდარ საგანელიძემ აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში მდებარე სანაპირო დაცვის აკადემიის 200-კვირიანი კურსი წარმატებით დაასრულა. გამოსაშვებ ცერემონიალს აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრო და 194 კურსდამთავრებულთან ერთად, ქართველ კადეტს უმაღლესი სამხედრო აკადემიის დიპლომი პირადად გადასცა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ მიზნით, ლიცეუმის წარმომადგენლებმა საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა“და „ჩარლი“ ასეულებმა გეგმიური სწავლება გაიარეს. ბაგრამის საავიაციო ბაზის სასროლეთზე მათ 25 მეტრიან დისტანციაზე საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებში მიიღეს მონაწილეობა.
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო რეაქტიული სისტემებიდან საბრძოლო სროლები გაიმართა. საველე სროლებს სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დაესწრო.
15 -19 მაისამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის კვირეული გაიმართება.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო ექსპერტები იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები ესტუმრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, სტამბულში თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნო.
ევროპის დღეების ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის, ქალაქ ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა დავითიანისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის IX-XII კლასების ქართველმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა სამხედრო ქვედანაყოფში ერთი დღე გაატარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.