ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შობა-ახალი წელი აღნიშნეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, ვლადიმერ იმნაძეს შეხვდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში სრული შემადგენლობით უკვე ჩავიდა. ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ბაზა "მარმალზე" ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი დახვდა და სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს. დღეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობას ახალი სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი ბრიგადის დაზვერვის ასეული მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ავღანეთში, მაზარ-ი- შარიფში ბაზა „მარმალზე“ გაემგზავრა. ასეული საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააცილეს.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.
სადღესასწაულო ლიტურგიაზე მრევლთან ერთად საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. წირვის დაწყებამდე მათ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების დასკვნით ფაზაზე გადავიდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში, დღეს ქვედანაყოფმა ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ასეულის შემადგენლობით განახორციელა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო დაემსგავსა "ამოტრიალებულ პირამიდას", რადგან მისივე თქმით, "გვყავს იმაზე მეტი თანამშრომელი, ვიდრე უნდა გვყავდეს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.