საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უწყების
სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჯარისკაცების ბინებით
უზრუნველყოფა გაგრძელდება.
„ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ემსახურება მიზანს, რომ
გავზარდოთ ჩვენი პირადი შემადგენლობა“ - ამის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. უწყების ხელმძღვანელმა
უპასუხა წამყვანის შეკითხვას ცალკეული მედიასაშუალებების მიერ
შექმნილ აჟიოტაჟზე, რომელიც ჯარიდან ე.წ. გადინების თემას ეხება.
„არ ვაპირებთ, 2023 წელს ხელფასების 20%-იანი ზრდით
შემოვიფარგლოთ, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ანაზღაურებას
2024 წელსაც გავზრდით“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“
ეთერში განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსს უმასპინძლა.
თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს. თურქული კომპანიის წარმომადგენლებს დღეს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები გერმანული საპროთეზო კომპანია „ოტტო ბოკის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრებმა საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ასპარეზობაში გაიმარჯვეს.
საქართველოში ვიზიტად ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ეროვნული
უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. კომიტეტის
თავმჯდომარის, ლაურინას კასჩიუნასის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის
მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო
ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური
სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.