რუსეთი სირიაში უფრო მეტ სამხედრო თვითმფრინავს აგზავნის, შეერთებული შტატები კი "კარის უკანასკნელად დახურვას" არ ჩქარობს
01-10-2016, 01:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთი სირიაში, საჰაერო კამპანიის გაფართოების მიზნით, უფრო მეტ სამხედრო თვითმფრინავს აგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ რუსულ გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს კი იმ ფონზე ხდება, როდესაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ძალადობის შესაჩერებლად დიპლომატიას „სიცოცხლის შესანარჩუნებელი ჟანგბადი მიეწოდება“ და ჯერ კიდევ არ არის მკვდარი.

 


„როიტერსის“ ცნობით, რუსეთის მხარდაჭერილი სირიის ახალი მთავრობა იერიშს ახორციელებს მეამბოხეების მიერ დაკავებულ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის ხელში ჩასაგდებად და ანადგურებენ 2011 წელს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ წამოწყებული აჯანყების ბოლო ურბანულ ციხე-სიმაგრეს.

 


მოსკოვმა და ასადმა არაფრად ჩააგდეს შეერთებული შტატების და რუსეთის შუამავლობით ჟენევაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება და წამოიწყეს თავდასხმები მეამბოხეების მიერ დაკავებულ ადგილებზე ალეპოში, რაც, როგორც „როიტერსი“ წერს, პოტენციურად ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლაა სირიის სამოქალაქო ომის პერიოდში.

 


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს ტელეფონის ესაუბრნენ. რუსეთის მთავარმა დიპლომატმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა ალეპოში მდგომარეობის ნორმალიზებისთვის უფრო მეტი საშუალებების მოძიებაზე იფიქროს.

 


მაგრამ ლავროვმა გააკრიტიკა ვაშინგტონის მარცხი, განეცალკევებინა ზომიერი მეამბოხე ჯგუფები მათგან, ვისაც რუსები ტერორისტებს ეძახიან, რამაც საშუალება მისცა ჯგუფს, რომელიც წინათ ცნობილი იყო როგორც „ნუსრას ფრონტი“, დაერღვია შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 9 სექტემბერს მიღწეული შეთანხმება.

 


შეერთებულმა შტატებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მარკ ტონერის პირით, ნათლად განაცხადა პარასკევს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის სირიაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე ჟენევაში მიღწეული შეთანხმება, იმის მიუხედავად, რომ ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი, ჯერ კიდევ არ არის გარდაცვლილი. „ჩვენ საკმარისი ვიხილეთ, მაგრამ არ გვინდა უკანასკნელად დავხუროთ კარი“.

 

 

გასულ კვირას ნიუ იორკში სირიელებთან, დიპლომატებთან და სხვა მხარეებთან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული 40-წუთიანი შეხვედრისას ჯონ ქერიმ თქვა, რომ ადმინისტრაცია წარუმატებელი აღმოჩნდა, მოეხდინა სამხედრო ძალის რაიმე მუქარა, რაც მას რუსეთთან ბერკეტს მისცემდა.

 


„მე ვფიქრობ, თქვენ მოძებნით მხოლოდ სამ-ოთხ ადამიანს ადმინისტრაციაში, რომელიც ემხრობა ძალის გამოყენებას და მე ხელიდან გამომეცალა არგუმენტი“, - უთხრა ქერიმ ჯგუფს, The New York Times-ისთვის მიწოდებული სესიის ჩანაწერის თანახმად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი