იენს სტოლტენბერგი: არ გვსურს ახალი ცივი ომი - ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს
27-10-2016, 02:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყირიმის, უკრაინისა და  საქართველოს წინააღმდეგ, ვხედავთ მუქარის რიტორიკას რუსეთის მხრიდან, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

სტოლტენბერგი ნატო-ს ქმედებებს რუსეთთან მიმართებაში "თავდაცვით და პროპორციულ ქმედებებს" უწოდებს და აცხადებს, რომ ალიანსი რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს.

 

 

ალიანსისი გენერალური მდივნის თქმით,  ნატო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება, რათა უზრუნველყოს სათანადო შეკავება უსაფრთხოების სფეროში შექმნილ ახალ გარემოში.

 

 

"ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი და არ გვსურს შეიარაღების რბოლა, ამიტომ ის, რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი და პროპორციული ქმედებები. ამავე დროს, ნატო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად აძლიერებს სამხედრო პოტენციალს, ვხედავთ, რომ ის სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას ახორციელებს და, რაც ყველაზე მთავარია, ვხედავთ, რომ ის მზად არის, გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები მეზობლების - ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი