ტრამპმა კლინტონს ქვეყნისთვის საფრთხე უწოდა - კლინტონის არჩევამ შესაძლოა წარმოშვას „კონსტიტუციური კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვერ გავუძლებთ"
01-11-2016, 01:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მის „დემოკრატ“ მოწინააღმდეგეს, ჰილარი კლინტონს, ორშაბათს, ქვეყნისთვის საფრთხე უწოდა, განაცხადა რა, რომ თუკი მას აირჩევენ, მის ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებით დაწყებულმა გამოძიებამ შესაძლოა დაჩრდილოს მთელი მისი ოფისში ყოფნის პერიოდი. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წერს.

 


„გამოძიება გაგრძელდება წლების განმავლობაში. სასამართლო სავარაუდოდ დაიწყება,“ განუცხადა ტრამპმა მიჩიგანში, გრანდ რაპიდსში შეკრებილ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიისას. „არაფერი არ გაკეთდება. მე შემიძლია გითხრათ, თქვენი სამუშაოები ადგილები დაიწყებენ მიჩიგანის დატოვებას. არაფერი არ იქნება გაკეთებული“.

 


ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ პარასკევს განაცხადა, რომ იგი იძიებს ახლად აღმოჩენილ ელექტრონულ წერილებს, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს კლინტონის მიერ პირადი ელექტრონული წერილების სერვერის გამოყენებასთან, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი იყო.

 


კლინტონმა ორშაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო მის იმეილებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემატურს ვერ აღმოაჩენს და იმავე დასკვნამდე მივა, როგორც მიმდინარე წლის ზაფხულში მივიდა.

 


მაგრამ, როგორც „როიტერსი“ წერს, არჩევნებამდე 8 დღით ადრე - დრო როდესაც კანდიდატები გრძნობენ რომ კამპანიის მძიმე შრომა მათ ზურგსუკან არის მოტოვებული -ორივემ, კლინტონმა და ტრამპმა თანდათანობით გააძლიერა ერთმანეთზე თავდასხმა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ჯანმრთელობა და ხასიათი პრეზიდენტობისთვის შეუსაბამოა.

 


კლინტონი, რომელიც წინასწარ გამოკითხვებში ბოლო კვირების განმავლობაში მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა, რასაც ხელი ტრამპზე 2005 წელს გადაღებული ვიდეოს გავრცელებამ შეუწყო, სადაც ის ქალების მიმართ ვულგარულ გამონათქვამებს იყენებდა და ტრაბახობდა მათთან სექსუალური კავშირებით, ახლა საკუთარი თავის თავდაცვის რეჟიმზეა გადასული.

 


ტრამპი, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პარასკევს გაკეთებული განცხადების კვალდაკვალ, რომლის თანახმადაც ბიურო გააგრძელებს ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებულ გამოძიებას, რომელიც შესაძლოა ჰილარი კლინტონის იმეილებთან იყოს დაკავშირებული, ცდილობს დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ კლინტონის არჩევამ შესაძლოა წარმოშვას „კონსტიტუციური კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვერ გავუძლებთ“, რადგან მისი ელექტრონული წერილები წლების განმავლობაში იქნება სადავო.

 


კლინტონი ორშაბათს კიდევ ერთხელ დაესხა თავს ტრამპს და მის შესაძლებლობას, გააკონტროლოს ბირთვული იარაღი.

 


„მე კენჭს ვიყრი იმგვარ ვინმესთან, რომელიც ამბობს, რომ მას არ ესმის თუ რატომ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი“, - თქვა კლინტონმა ცინცინატიში. „მას უნდა, რომ მეტ ქვეყანას ჰქონდეს ბირთვული შეიარაღება.

 


„მე ვეჭვობ, რომ მან ისიც კი იცოდეს, რომ ერთ ცალკე აღებულ ბირთვულ დანადგარს შეუძლია მილიონობით ადამიანის სიკვდილი“, - თქვა მან.

 


საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი ელექტრონული წერილების გამოძიებასთან დაკავშირებით. უფრო ზუსტად კი ცნობილია ის, რომ ჰილარი კლინტონის მთავარი მრჩევლის ცალკე მცხოვრები ქმრის პორტატულ კომპიუტერში სხვა საგამოძიებო საქმის მსვლელობისას იმეილები აღმოაჩინეს, რომელიც FBI-ს დირექტორის ჯეიმს კომის ცნობით, შესაძლოა „კავშირში იყოს“ მის წინა გამოძიებასთან, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობისას მის მიერ კერძო სერვერის გამოყენებას უკავშირდება.

 


„ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ახლად აღმოჩენილი ელექტრონული წერილების კოლექცია“, - უთხრა კომიმ პარასკევს კონგრესის წევრებს.

 


ტრამპმა, რომელმაც კლინტონს არაერთხელ უწოდა „კორუმპირებული ჰილარი“ , ორშაბათს თქვა, რომ იმეილების თაობაზე მიმდინარე გამოძიება აჩვენებს, თუ რამდენად ცუდი მაგალითის მიმცემია ის.

 


„მინდა გითხრათ თქვენ, რომ ის არის საშინელი მაგალითი ჩემი ვაჟიშვილისთვის და ამ ქვეყნის ბავშვებისთვის“, - თქვა მან უორენში, მიჩიგანში, ახსენა რა მისი ყველაზე პატარა შვილი, ბარონი. „ჰილარი ერთი იმათთაგანია, ვინც დაარღვია კანონი არაერთგზის და არაერთგზის და არღვევს ისევ და ისევ“.

 

პარასკევამდე, ვიდრე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი ახალი გამოძიების შესახებ ინფორმაციას გააჟღერებდა, კლინტონი კომფორტულად უსწრებდა ტრამპს წინასწარ გამოკითხვებში.

 


ახლა კი გამოკითხვები აჩვენებს, რომ კლინტონის უპირატესობა ტრამპზე ოდნავ შემცირდა. ჯერ არ არის ცნობილი იმოქმედებს თუ არა ჰილარი კლინტონის მხარდაჭერაზე ელექტრონული წერილების სადავო საქმე. მილიონობით ამერიკელმა ნაადრევად ჩატარებულ არჩევნებში უკვე თავისი არჩევანი გააკეთა.

 


ბოლოს ჩატარებული Reuters/Ipsos -ის გამოკითხვაში კლინტონი ტრამპზე 5 პუნქტითაა წინ და მას არჩევნებზე მოსალოდნელ მიმსვლელთა 44 პროცენტის მხარდაჭერა აქვს, ტრამპს კი ამ გამოკითხვის თანახმად, 39% დაუჭერდა მხარს.

 


ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებული დავის მიუხედავად, კლინტონს ამომრჩეველთა კოლეგიაში დიდი უპირატესობა გააჩნია, პროცესი, რომელიც არჩევს პრეზიდენტს მინიჭებული ხმებით, შტატის ინდივიდუალური არჩევნებით. კლინტონი ასევე ლიდერობს რამდენიმე მთავარ შტატში, მათ შორის პენსილვანიასა და ნიუ ჰამპშირში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი