ბარაქ ობამამ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შეერთებული შტატების რესპუბლიკა - და მსოფლიო - საფრთხეშია
03-11-2016, 00:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა ყველა ეთნიკური წარმომავლობის დემოკრატს არჩევნებზე მივიდნენ და ხმა მისცენ ჰილარი კლინტონს, გააკეთა რა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ შეერთებული შტატების რესპუბლიკა - და მსოფლიო - საფრთხეშია. ამის შესახებ BBC წერს.

 


მან თქვა, რომ „რესპუბლიკელი“ ოპონენტი, დონალდ ტრამპი წარმოადგენს საფრთხეს მყარად დაფუძნებული სამოქალაქო უფლებებისთვის.

 


ობამამ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეებს ჩრდილო კაროლინაში მიმართა.

 


ტრამპმა განაცხადა, რომ ობამამ უნდა შეწყვიტოს კლინტონის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ამის ნაცვლად, ქვეყანა მართოს.

 


„მთავარია ისაა, რომ არავის უნდა ისევ ობამა მომდევნო ოთხი წელიწადი“, უთხრა ტრამპმა მხარდამჭერებს პანსაკოლაში, ფლორიდაში.

 


მან თქვა, რომ ბოლო დღეებში კლინტონი „არეულობაშეტანილი“ გახდა.

 


„რესპუბლიკის ბედი თქვენს მხრებზე დგას“, - უთხრა პრეზიდენტმა ობამამ მხარდამჭერებს ჩრდილო კაროლინაში, მთავარ საბრძოლო შტატში.

 


„მსოფლიოს ბედი ბეწვის ხიდზე ჰკიდია და თქვენ, ჩრდილო კაროლინა, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მას ჩვენ სწორი მიმართულებით ვუბიძგებთ.

 


„მე არ ვარ საარჩევნო ბიულეტენში, მაგრამ გეტყვით - პატიოსნებაა საარჩევნო ბიულეტენში; წესიერებაა საარჩევნო ბიულეტენში; სამართლიანობაა საარჩევნო ბიულეტენში; პროგრესია საარჩევნო ბიულეტენში; ჩვენი დემოკრატიაა საარჩევნო ბიულეტენში“, - განაცხადა ობამამ.

 

 

აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ, არჩევნებამდე 11 დღით ადრე გასცა ორდერი ჩაატაროს გამოძიება კლინტონის მთავარი მრჩევლის ელექტრონული წერილების მონაცემთა ბაზის შესწავლის თაობაზე.   

 

 

 


უფრო ადრე ობამამ უყოყმანოდ გააკრიტიკა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების გამოყენების თაობაზე ახალი გამოძიების დაწყებისთვის.

 


ობამამ ვებგვერდ NowThisNews -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოძიება არ უნდა მოქმედებდეს „ინსინუაციების“ ან „დაუსრულებელი ინფორმაციის“ საფუძველზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი