თურქეთის პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მეორე სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაასახელა
03-11-2016, 01:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის მთავარმა პროკურატურამ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მეორე სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს. პროკურატურაში განაცხადეს, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი  ქაღალდის მწარმოებელი ადგილობრივი ქარხნის დირექტორი ქემალ ბათმაზია.

 

 

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბათმაზი თანამშრომლობდა ამბოხის იდეოლოგთან ადილ ოქსიუზთან, რომელიც უნივერსტეტის ყოფილი თანამშრომელი და ფეთჰულაჰ გიულენთან დაახლოებული პირია. გამოძიების ინფორმაციით, ბათმაზი თან ახლდა ოქსიუზს 2016 წლის მარტში, ივნისსა და ივლისში აშშ-ში ვიზიტებისას, რა დროსაც ისინი ფეთჰულაჰ გიულენს შეხვდნენ. ბოლოს ისინი აშშ-ში 11 ივლისს ჩავიდნენ და თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე ორი დღით ადრე - 13 ივლისს დაბრუნდნენ. ამჟამად ქემალ ბათმაზი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 

 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პრემიერ მინისტრი ბინალი ილდირიმი გადატრიალების მცდელობაში ბრალს აშშ-ში ბაზირებულ სასულიერო პირს, ფეთჰულაჰ გიულენს სდებენ. თავად გიულენი უარყოფს რაიმე სახის ჩართულობას სამხედრო გადატრიალების მცდელობაში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი