დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისაგან „ჩინებული“ წერილი მიიღო და უახლოეს მომავალში მასთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
13-11-2016, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Wall Street Journal-თან ობამას ჯანდაცვის კანონის, ჰილარი კლინტონის საქმის გამოძიების და სხვა საკითხების შესახებ კომენტარების გარდა მოსკოვიდან ვლადიმერ პუტინის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევენების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიღებული წერილიც შეაფასა და თქვა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტისაგან "ჩინებული" წერილი მიიღო. ტრამპმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ლიდერთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მსოფლიო ლიდერებიდან ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა. მოსკოვიდან ტრამპისთვის გაგზავნილ ტელეგრამაში პუტინი აღნიშნავს, რომ "მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა ჩვენი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებში შედის".

 

 

წერილში, რუსეთის პრეზიდენტი გამოხატავს რწმენას, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი დაფუძნებული იქნება თანასწორობის პრინციპებზე, ურთიერთპატივისცემაზე, და ერთმანეთის პოზიციების რეალურად გათვალისწინებაზე.

 

 

ტელეგრამაში პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად და ასევე, საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გადაწყვეტასა და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტური პასუხების მოსაძებნად, ერთობლივად იმუშავებენ.

 

 

„რესპუბლიკელი“ დონალ ტრამპი პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს დადებს და ჩაანაცვლებს „დემოკრატ“ ბარაქ ობამას, რომელიც პრეზიდენტობის მე-2 ვადას დაასრულებს. 

 

 

შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს 60.3 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ნაკლებმა ვიდრე ჰილარი კლინტონს, რომელმაც 60.8 მილიონმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა. მაგრამ ტრამპის მაღალმა შედეგებმა უმთავრეს საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეულ შტატებში, მათ შორის მიჩიგანში, განაპირობა მისი უპირატესობა ხმების რაოდენობის მიხედვით საარჩევნო კოლეგიაში, რომელიც საბოლოოდ ირჩევს პრეზიდენტს. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი