ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი: ტრამპი მისი უნივერსიტეტის თაღლითურ საქმეზე სტუდენტებს $25 მილიონს გადაუხდის
18-11-2016, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა „ტრამპის უნივერსიტეტის“ სამ სასამართლო პროცესზე $25 მილიონის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს. 

 


შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ყოფილმა სტუდენტებმა შეიტანეს, რომელთაც, თითოეულმა, $35 000 გადაუხადეს ტრამპის უფუნქციო უნივერსიტეტს.

 

 

ტრამპი კანდიდატობის პერიოდში გააკრიტიკეს იმის თქმის გამო, რომ კალიფორნიელი მოსამართლის მიერ განხილული საქმე ვერ იქნებოდა სამართლიანი, რადგან იგი მექსიკური წარმომავლობისაა.

 


ბიზნესმენის წინააღმდეგ სამი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს კალიფორნიასა და ნიუ იორკში.

 

 

აღნიშნულ საქმეებზე ერთ-ერთი პროცესი სან დიეგოში 28 ნოემბრისთვის დაინიშნა, მიუხედავად ტრამპის ვექილების მცდელობისა, გადადებულიყო საქმის განხილვა.

 

 

ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შხნეიდერმანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „დღევანდელი $25 მილიონის თანხის გადახდის შეთანხმება არის გასაოცარი უკან დახევა დონალდ ტრამპის და მთავარი გამარჯვება მისი თაღლითური უნივერსიტეტის 6 000-ზე მეტი მსხვერპლისა.

 

 

„ტრამპის უნივერსიტეტის მსხვერპლნი დღევანდელ შედეგეს წლების განმავლობაში ელოდნენ და მე მოხარული ვარ, რომ მათი მოთმინება - და შეუპოვრობა - ამ $25 მილიონის თანხის გადახდის შეთანხმებით დაჯილდოვდება“.

 

 

შხნეიდერმანი 2010 წელს დახურული უნივერსიტეტის საქმეზე ცდილობდა ტრამპისთვის $40 მილიონი გადაეხდევინებინა.

 

 

მან ტრამპის უნივერსიტეტს „თავიდან ბოლომდე თაღლითობა“ უწოდა ივლისში, და დასძინა, რომ ორგანიზაციამ გამოიყენა „ცრუ დაპირებები, რათა ძალზე მოწადინებული ადამიანებისაგან მოტყუებით გამოეძალა ფული“.

 

 

შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე გონზალო კურიელი, რომელიც კალიფორნიის ორ საქმეს თავმჯდომარეობს, მოუწოდებდა ორივე მხარეს მორიგებულიყვნენ სასამართლოს გარეთ, რაზეც ტრამპი კამპანიის დროს არ თანხმდებოდა. 

 

 

ტრამპის თანხმობა თანხის გადახდის თაობაზე საბოლოოდ მოსამართლე კურიელმა უნდა მოიწონოს, რომ მისი აღსრულება მოხდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი