ბარაქ ობამა ლათინურ ამერიკას და მსოფლიოს ეუბნება: მიეცით ტრამპს დრო, არ წარმოიდგინოთ ყველაზე ცუდი
20-11-2016, 06:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ლათინურ ამერიკაში გააკეთა ის, რასაც იგი ცდილობდა რომ გაეკეთებინა ევროპაში: უთხრა შეწუხებულ მოქალაქეებს არ გამოიტანონ ნეგატიური დასკვნები იმ კაცზე - არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე - რომელსაც მან ერთხელ შეუფერებელი უწოდა თეთრი სახლისათვის.

 

 

ამის შესახებ Reuters-ი წერს. სტატიის ქართულ თარგმანს Guardian.ge გთავაზობთ.

 


გამოსამშვიდობებელი საერთაშორისო ტურნეს, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს და გერმანაის, ბოლო გაჩერებაზე, ობამამ განაგრძო მისი მცდელობები, დაიოკოს სიბრაზე მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელმა“ ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში „დემოკრატი“ მეტოქე, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

 


„ჩემი მთავარი გზავნილი თქვენდამი... და გზავნილი, რომელიც ევროპაში გავაჟღერე, არის ის, რომ უბრალოდ არ ივარაუდოთ ყველაზე ცუდი“, - უთხრა ობამამ ახალგაზრდების ჯგუფს პერუში, შაბათს, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართული შეხვედრისას.

 

 

„მოითმინეთ, სანამ ადმინისტრაცია საქმიანობას შეუდგება... და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ განსაჯოთ, არის თუა რა ის თავსებადი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესთან, იცხოვროს მასთან ერთად მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებში“.

 

 

 


ტრამპმა არჩევნები მოიგო მას შემდეგ, რაც პირობა დადო, რომ შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე კედელს ააშენებდა, გააუქმებდა სავაჭრო ხელშეკრულებებს და მუსულმანების შეერთებულ შტატებში შეშვებას დროებით აკრძალავდა.

 


ობამა, ძალაუფლების ხავერდოვანი გადაცემის პირობის მიცემით და ოპტიმიზმის გამოხატვით, რომ არჩეული პრეზიდენტი ცეცხლის გამჩაღებელი კამპანიის რიტორიკიდან გადაუხვევს მას შემდეგ, როგორც კი ოფისში მუშაობის შედგომისას რეალობების წინაშე პირისპირ აღმოჩნდება, ცდილობდა დაეშოშმინებინა ტრამპის სამიზნე ქვეყნები და შეერბილებინა ამერიკის მომავალი ადმინისტრაციისადმი გაჩენილი შიშები.

 


„მნიშვნელოვანი იქნება ყველასათვის მსოფლიოს გარშემო, არ განსაჯოს აჩქარებით და მისცეს ამ ახალ არჩეულ პრეზიდენტს შანსი ჩამოაყალიბოს გუნდი, განიხილოს საკითხები, განსაზღვროს თუ რა იქნება მათი პოლიტიკა, რადგან, როგორც მე ყოველთვის ვამბობდი, ის, თუ როგორ კამპანიას ატარებ, ყოველთვის არ არის იგივე იმისა, თუ როგორ მართავ“, - განაცხადა ობამამ.

 


მაგრამ ობამა იძლეოდა გარანტიებს დიდწილად იმედის მომცემ ენაზე, რომ ტრამპის გუნდი შეხედავდა იმ პოლიტიკის დადებით მხარეებს, რასაც დემოკრატები მგზნებარედ უჭერდნენ მხარს, მიუხედავად ტრამპის მიერ აღთქმის დადებისა, რომ ის დემონტაჟს მოახდენდა ამისას, დაწყებული ირანის ბირთვული შეთანხმებიდან, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ხელშეკრულებით დამთავრებული.

 


და პრეზიდენტი, რომელიც კლინტონის სასარგებლოდ ენერგიულ წინასაარჩევნო კამპანიას ეწეოდა და ტრამპის გამარჯვებამდე მისადმი თვალშისაცემად აბუჩად ამგდებ დამოკიდებულებას აჩვენებდა, ევროპასა და პერუში, დემოკრატიული თემების ხაზგასმით, რისი იგნორირებისთვისაც ტრამპს აკრიტიკებდნენ, მის შემცვლელზე სათუთი შენიშვნებით ახდენდა მისი გარანტიების მიმცემი სიტყვების ბალანსირებას.

 


„თქვენ უყურებთ ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც უკან მიდის, ვიდრე წინ, იმ თვალსაზრისით, რაც შეეხება პრესის თავისუფლებას, ინტერნეტის თავისუფლებას, პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემას“, - განაცხადა ობამამ.

 


ტრამპმა ზოგიერთი ახალი ამბების ორგანიზაციას მისი საარჩევნო კამპანიის გაშუქება აუკრძალა და დაიმუქრა სატელევიზიო დებატებისას, რომ ციხეში ჩასვამდა კლინტონს, მისი სახელმწიფო მდივნობის დროს კერძო ელექტრონული წერილების სერვერის გამოყენებისთვის.

 


მიუხედავად იმისა, რომ თავის ტურნეს ფარგლებში ობამამ შეძლო დაერწმუნებინა ევროპული ქვეყნები, რომ ტრამპი პატივს სცემდა შეერთებული შტატების ვალდებულებებს NATO -სადმი, მისი სხვა გარანტიები, მათ შორის ლათინური ამერიკის პოლიტიკისადმი, ჩანდა, რომ ეფუძნებოდა ოპტიმიზმს, ვიდრე ტრამპის გეგმების ცოდნას.

 

 

 


„რაც შეეხება ლათინურ ამერიკას, მე არ ველოდები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკაში დიდ ცვლილებებს“, თქვა მან და დააყოლა, რომ ვაჭრობა მთავარი გამონაკლისი იქნება.

 


ტრამპმა უკვე გენერალური პროკურორის პოსტზე, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობეზე ქორისებრი კანდიდატები შეარჩია, რაც იმის მაუწყებელია, რომ იგი აყალიბებს ადმინისტრაციას, რომელმაც მძიმე ხაზი უნდა გაატაროს ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ და ლაგამი ამოსდოს არალეგალურ ემიგრაციას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი