ამერიკის კონგრესის მთავარმა „რესპუბლიკელებმა“ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩარევის შესახებ შემდგომი გამოძიების წარმოებას
13-12-2016, 01:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონგრესის მთავარმა „რესპუბლიკელებმა“ განაცხადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ რუსი ჰაკერების შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ შემდგომი გამოძიების წარმოებას.

 


კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა და სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მითჩ მაკკონელმა (ფოტოზე, ტრამპის ხელმარჯვნივ) განაცხადეს, რომ არჩევნებზე ნებისმიერი უცხოური ჩარევა არის მიუღებელი.

 

 

პარასკევს, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაასკვნა, რომ რუსეთის მოტივი არჩევნებში ჩარევისას ის იყო, რომ დახმარებოდა დონალ ტრამპს გამარჯვებაში.

 


მაკკონელმა და რაინმა თქვეს, რომ მათი შესაბამისი სადაზვერვო კომიტეტები ბრალდებებს გამოიძიებენ.

 


„ჩვენი კიბერ-უსაფრთხოების მაჩვენებლებში ნებისმიერი უცხოური ჩარევა შემაშფოთებელია და სასტიკად ვგმობ ნებისმიერ მსგავს მცდელობებს“, - განუცხადა სენატორმა მაკკონელმა ჟურნალისტებს და დაამატა, რომ „ რუსები არ არიან ჩვენი მეგობრები“.

 


რაიანი გამოეხმაურა ამ კომენტარებს და განაცხადა:

 


„იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვმუშობთ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია უცხოური გავლენისაგან, ჩვენ არ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ ამ არჩევნების მკაფიო და დამაჯერებელი შედეგი“, -აღნიშნა მან „თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 


თავად დონალდ ტრამპმა კი „Fox News“ -სს განუცხადა, რომ „დემოკრატები“ ავრცელებენ ჰაკერობის შესახებ „სასაცილო“ ინფორმაციებს იმიტომ, რომ მათ წააგეს არჩევნები.

 


ორშაბათს კი არჩეულმა პრეზიდენტმა „თვითერზე“ დაწერა: „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, არჩევნების შედეგები საპირისპირო რომ ყოფილიყო და ჩვენ გვეცადა გაგვეთამაშებინა რუსეთი/ CIA-ის კარტი. ამას კონსპირაციის თეორიას უწოდებდნენ!

 


„თუ კი შენ ‘ჰაკერებს’ მოქმედების დროს ვერ წაუსწრებ, ძალიან ძნელია განსაზღვრო ვინ სჩადიოდა ჰაკერობას. რატომ არ წამოიჭრა ეს საკითხი არჩევნებამდე?“

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი