დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ახალგაზრდა ბრიტანელი მამაკაცი გაასამართლეს
13-12-2016, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახალგაზრდა ბრიტანელ მამაკაცს პატიმრობა 12 თვითა და ერთი დღით მიესაჯა მის მიერ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისას, ზაფხულში პოლიციის ოფიცერზე იარაღისთვის ხელის ტაცებისა და სავარაუდოდ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამო.

 


20 წლის მაიკლ სანდფორდი, როგორც არალეგალი უცხოელი, ცეცხლსასროლი იარაღის ქონისა და ოფიციალური საქმიანობის შეწყვეტინებისთვის დამნაშავედ სექტემბერში ცნეს.

 


19 წლის სანდფორდი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციის ოფიცერს ხელი ჩაავლო და იარაღის წართმევა დაუპირა.

 


დედამისის განცხადებით, მისი შვილი „ინანიებს იმას, რაც მან ჩაიდინა“.

 

 

ლინ სანდფორდმა ადრე განაცხადა, რომ მისი შვილი აუტიზმისაგან იტანჯება და უნდა დართონ ნება, რომ დიდ ბრიტანეთში მოიხადოს სასჯელი.

 

 

მან თქვა, რომ როცა მისმა შვილმა არჩევნების შემდეგ გაიგო, რომ ტრამპმა გაიმარჯვა, ეშინოდა თუ როგორი იქნებოდა მისი სასჯელი.

 

 

„მაიკლი შეშინებულია, რადგან დონალდ ტრამპი ახლა არჩეული პრეზიდენტია. მას ეშინია, რომ შესაძლოა დონალდ ტრამპი ჩაერიოს მოსამართლეების საქმეში და სამაგალითოდ დასაჯოს იგი“, - განაცხადა ბრალდებულის დედამ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე.

 


სანდფორდს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა სავარაუდო მკვლელობის საქმეზე.

 

 

როგორც მომხდარი ფაქტიდან მალევე, NBC იუწყებოდა, სანდფორდმა განაცხადა, რომ იგი ლას ვეგასში კალიფორნიიდან იმისათვის ჩავიდა, რომ ტრამპი მოეკლა და შაბათის საარჩევნო კამპანიამდე ერთი დღით ადრე ლას ვეგასში სროლის სწავლას შეუდგა.

 

 

სანდფორდი მოგვიანებით ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე მივიდა, ლას ვეგასის პოლიციის ოფიცერს მიუახლოვდა და უთხრა, რომ მას ტრამპისაგან ავტოგრაფი უნდოდა.

 


სასამართლოს ანგარიშში ნათქვამია, რომ 19 წლის სანდფორდი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ოფიცერს ხელი ჩაავლო და იარაღის წართმევა დაუპირა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი