ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ მინისტრთან სატელეფონო საუბარი მოულოდნელად შეწყვიტა და ტერნბულთან საუბარს „ყველაზე უარესი“ უწოდა მათ შორის, რაც მანამდე ჰქონია მსოფლიო ლიდერებთან
02-02-2017, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ავსტრალიის პრემიერ მინისტრ მალკოლმ ტერნბულს შორის სატელეფონო საუბარმა დევნილთა გასახლების შეთანხმების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

 


The Washington Post -ის თანახმად, ტრამპმა მის ავსტრალიელ კოლეგასთან საუბარს „ჯერჯერობით ყველაზე უარესი“ უწოდა მათ შორის, რაც კი მას მსოფლიო ლიდერებთან მანამდე ჰქონია და საუბარი დაგეგმილზე ადრე გაწყვიტა.

 


მოგვიანებით ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ იგი „შეისწავლის ამ სულელურ შეთანხმებას“.

 

 

ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებს ავალდებულებს მიიღოს თავშესაფრის 1 250-მდე მაძიებელი, რომელთა ავსტრალიაში შეშვებაზე ქვეყნის მთავრობამ უარი განაცხადა და დევნილებს დღემდე ოფშორულ დაკავების ცენტრებში ამყოფებენ ნაურუსა და პაპუა ახალ გვინეაში.

 

 

პრემიერ მინისტრი ტერნბული დევნილების თაობაზე შეთანხმების მომავლის გარკვევას ცდილობდა მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს ტრამპმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც დევნილებს და 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის აღნიშნული 7 ქვეყნიდან ვიზების და მწვანე ბარათების მფლობელებს და ასევე ორმაგ მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ.

 

 

ტრამპსა და ტერნბულს შორის სატელეფონო საუბარი შაბათს შედგა და ერთ-ერთი იყო იმ ოთხთაგან, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჰქონდა.

 


The Washington Post-ი შეერთებული შტატების იმ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლებიც სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, წერს, რომ საუბარი 1 საათი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ის ტრამპის მიერ მოულოდნელად დასრულდა 25 წუთის შემდეგ.

 


გავრცელებული ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დევნილების მიღება „ბოსტონის შემდეგი დამბომბველების“ - რომლებიც რუსეთის კავკასიის რეგიონიდან იყვნენ - მიღების ტოლფასი იქნებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი