დონალდ ტრამპი და შინძო აბე ალიანსის გაძლიერებასა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესაკავებლად ერთობლივი თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას განიხილავენ
11-02-2017, 03:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ მისი მიზანია ჩამოაყალიბოს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ამერიკის ახალ ლიდერთან და ხაზი გაუსვას იაპონია-შეერთებული შტატების ალიანსის სიმტკიცეს. თავად ამერიკის პრეზიდენტმა კი აბესთან შეხვედრის შემდეგ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იაპონიასთან ალიანსის გაძლიერების აუცილებლობას და რეგიონში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესაკავებლად ერთობლივი თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

 


„მსურს ნათლად ვაჩვენო მსოფლიოს იაპონია-შეერთებული შტატების ურყევი ალიანსი“, - უთხრა აბემ შეერთებული შტატების სავაჭრო პალატას ტრამპთან შეხვედრამდე.

 


ტრამპმა და აბემ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად რეგიონული უსაფრთხოების და ორმხრივი ვაჭრობის შესახებ იმსჯელეს.

 


ტრამპმა აბესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის და ხალხების მეგობრობას „ძალიან ღრმა ფესვები აქვს“ და მისი „ადმინისტრაცია მოწოდებულია ამ კავშირების კიდევ უფრო დაახლოებისთვის“.

 


„იაპონია და შეერთებული შტატები განაგრძობენ ძალიან მძლავრი ინვესტიციების განხორციელებას ალიანსში ჩვენი თავდაცვის და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომელიც ჩვენი ორმხრივი ხელმძღვანელობის ქვეშ გახდება კიდევ უფრო მეტად და მეტად ძლიერი და დროთა განმავლობაში, საბოლოოდ ის გახდება შეუღწევადი. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესები, რომელიც ჩვენ ბევრი გვაქვს რეგიონში, მათ შორის ჩრდილო კორეის სარაკეტო და ბირთვული საფრთხისაგან თავდაცვა, რასაც მე ძალიან, ძალიან მაღალ პრიორიტეტად მივიჩნევ“, განაცხადა დონალდ ტრამპმა და მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრ აბეს და იაპონელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მასპინძლობისათვის და ხაზი გაუსვა, რომ იაპონია-ამერიკის ერთობლივი თანამშრომლობის ძალისხმევა საწინდარს წარმოადგენს წყნარი ოკეანის რეგიონსა და მის მიღმა „უფრო დიდი ჰარმონიის, სტაბილურობის და აყვავებისა“.

 

 

„ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად თავდადებულნი ვართ, უაღრესად თავდადებულნი“, - განაცხადა ტრამპმა აბესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 


უფრო ადრე კი ტრამპი სამხრეთ კორეისა და იაპონიისაგან მეტი თანხის გადახდას ითხოვდა იმისათვის, რომ აღნიშნულ ქვეყნებში განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მათ თავდაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

  

 

იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ გასული წლის დეკემბერში ნიუ იორკში ტრამპთან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას აქვს „დიდი ნდობა“ დონალდ ტრამპისადმი და სჯერა, რომ მათ შეუძლიათ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ჩამოაყალიბონ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი