თემურ ქოჩიაშვილი: თერჯოლის 2.5 მილიონი ლარის ადგილობრივი ბიუჯეტით, 2017 წელს მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება
05-05-2017, 03:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც დაახლოებით, 2.5 მილიონ ლარს შეადგენს, 2017 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მათ შორის იქნება, თითოეულ სოფელში საჭიროების მიხედვით შერჩეული პროექტები, რისთვისაც ჯამში ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება - 350 000 ლარით ნაკლები იმასთან შედარებით, რაც მუნიციპალიტეტს განსაზღვრული ჰქონდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლიდან გაუქმებულია.

 


როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ქოჩიაშვილმა Guardian.ge-ს განუცხადა, ქალაქის სამ უბანში მოხდება საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოების მოასფალტება - კეთილმოწყობა. „ტენდერი უკვე გამოცხადდა, გვყავს გამარჯვებული კომპანია და სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, დაახლოებით, მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. პროექტზე 75 000 ლარი დაიხარჯება“, აღნიშნა ქოჩიაშვილმა.

 


მისივე თქმით, დაგეგმილია თერჯოლის სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რომელზეც გათვალისწინებულია 170 000 ლარი. „ახლა ვაპირებთ ტენდერის გამოცხადებას და ვფიქრობთ, რომ სამუშაოების დაწყება მაისის ბოლოდან უკვე შესაძლებელი იქნება“, განაცხადა თემურ ქოჩიაშვილმა.

 


ადგილობრივი ბიუჯეტიდანვე დაფინანსდება ქალაქ თერჯოლის საცხოვრებელი სახლების ჭიშკრების შეცვლა. „ადრეულ წლებში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ჭიშკრები შეიცვალა, ახლა კი უკვე იერ-სახე აქვს დაკარგული ამას. გავაკეთეთ პროექტი, რომელიც აღნიშნული ჭიშკრების შეცვლას გულისხმობს. ეს იქნება ჩვენი საჩუქარი მოსახლეობისთვის და ქალაქიც გალამაზდება“, აცხადებს თემურ ქოჩიაშვილი და განაგრძობს:

 

 

თემურ ქოჩიაშვილი სოფ. ნახშირღელეში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, სადაც მან ადგილობრივ მცხოვრებლებს უთხრა, რომ ნავენახევის მღვიმე, რომელიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, ტურისტულად აქტიური ზონა გახდება.

 


„კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება სოფელ ძევრში, სადაც შარშან ჩვენ მოვაწყვეთ წყლის ჭაბურღილი. ახლა საჭიროა წყლის ავზის მოწყობა, რაც ასევე გაკეთდება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს გახლავთ ის ოთხი ძირითადი პროექტი, რომელიც წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება, თუმცა, თანხა არის კიდევ და შესაბამისად, მოხდება სხვა პროექტების დამატებაც“.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ალტერნატივაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ იმ დანაკლისის შესავსებად, რომელიც აღნიშნული პროგრამის გაუქმებამ გამოიწვია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მათზე ორიენტირებული პროექტი განხორციელდება. ეს კი არ იქნება იმ მასშტაბის, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული, მაგრამ, როგორც თემურ ქოჩიაშვილი ამბობს, ჯამში ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება და არც ერთი სოფელი არ დარჩება ყურადღების გარეშე.

 

 

 

 


„იცით, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წელს აღარ არის, ეს იყო ჯამში, 850 000 ლარი მუნიციპალიტეტისთვის. ამის სანაცვლოდ, ჩვენი ბიუჯეტით დავხარჯავთ დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარს. აღნიშნული თანხა სოფლებში წყლის სისტემების, შიდა გზებისა და ბოგირების აღდგენაზე დაიხარჯება. ეს არის ის სამი ძირითადი მიმართულება, რომლითაც ჩვენ ჩვენს მოსახლეობას დავუდგებით გვერდში“, განუცხადა Guardian.ge-ს თემურ ქოჩიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 2
#2   Inga bolkvadze
      
Mivesalmebi baton temur qochiahvils.girseuli adamiania da mjera terjolis raions daetyoba misi xeli.
5 მაი 2017 08:10
#1  ლალი კანდელაკი
      
მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტების განხორციელება. განსაკუთრებით კი მაინც სოფლებს უნდა მიექცეს მეტი ყურადღება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბატონი თემურ ქოჩიაშვილი ბევრ რამეს აკეთებს თერჯოლისთვის. წარმატებებს გისურვებთ.

პატივისცემით, ლალი კანდელაკი
5 მაი 2017 06:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი