დონალდ ტრამპი: FBI-ს გამოძიება რუსეთთან მისი კავშირების შესახებ „საშინელ ზიანს აყენებს შეერთებულ შტატებს“
18-05-2017, 22:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო ჩარევის და მისი კამპანიის მოსკოვთან რაიმე კავშირების შესახებ გამოძიების ზედამხედველობის განმახორციელებელ სპეციალურ პროკურორად ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორის, რობერტ მიულერის დანიშვნის გადაწყვეტილება „საშინელ“ ზიანს აყენებს ამერიკას.

 


როგორც BBC იუწყება, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ტრამპმა უარყო მისი კამპანიის მხრიდან რაიმე სახის საიდუმლო შეთქმულება რუსეთთან, განაცხადა რა, რომ „მთელი ეს ამბავი იყო კუდიანებზე ნადირობა და არ არსებობს საიდუმლო შეთქმულება“ და და დაამტა, რომ ეს ახდენს ამერიკის დაყოფას.

 


მიულერის დასახელებისას აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ამ საქმეს გარეშე პირმა უხელმძღვანელოს.

 


აღნიშნულ დანიშვნას მოწონებით შეხვდნენ როგორც „რესპუბლიკელი“, ისე დემოკრატი“ პოლიტიკოსები, განაცხადეს რა რომ მიულერს „უმწიკვლო რეპუტაცია“ აქვს.

 


საქმეზე სპეციალური პროკურორის დანიშვნის მოწოდებები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირას FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან მოულოდნელად გაათავისუფლა.

 

 

FBI და კონგრესი ტრამპის კამპანიის გუნდსა და რუსეთს შორის პოტენციურ კავშირებს იკვლევენ.

 


შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურები დარწმუნებული არიან, რომ მოსკოვი ცდილობდა „რესპუბლიკელი“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩარევას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

 


მიულერის დანიშვნიდან რამდენიმე საათში, პრეზიდენტმა ტრამპმა პროგნოზი გააკეთა, რომ ახალი გამოძიება მასა და მის გუნდზე ეჭვებს გაფანტავს. უფრო ადრე თეთრი სახლი აცხადებდა, რომ გამოძიების ხელმღვანელად გარეშე პირის დანიშვნის საჭიროება არ არსებობდა.

 


„სრულყოფილი გამოძიება დაადასტურებს იმას, რაც ჩვენ უკვე ვიცით - არ ყოფილა საიდუმლო შეთანხმება ჩემ კამპანიასა და ნებისმიერ უცხოურ დაწესებულებას შორის“, განაცხადა პრეზიდენტმა.

 


მიულერმა კი, რომელსაც ფართო სახის უფლებამოსილება ექნება, მის დანიშვნასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა: „ვიღებ ამ პასუხისმგებლობას და შევასრულებ ჩემ მოვალეობას მთელი ჩემი შესაძლებლობებით“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლის სალამ ავღანის განცხადებით, პარასკევს ჰელმანდის პროვინციაში, მაშინ როცა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები სოფლის თალიბი მებრძოლებისაგან გაწმენდას ცდილობდნენ, შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების შედეგად „16 ავღანელი პოლიციელი, მათ შორის ორი მეთაური იქნა მოკლული და ორი სხვა პოლიციელი დაჭრილი“.

იორდანიის დედაქალაქ ამანში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა. დაღუპულია სულ მცირე ერთი იორდანელი და სერიოზული ჭრილობა აქვს მიყენებული ერთ ისრაელელს. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.

ყველაზე კითხვადი
  1. „ქართველთა მარში“ გაიმართება, - შინაურების გამოსაფხიზლებლად და გარეულების გასაფრთხილებლად!“
  2. თემურ ბასილია: „გარწმუნებთ, „ქართული მარშის“ მოთხოვნები დიდად არ განსხვავდება ამერიკის რესპუბლიკური პარტიის და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო პროგრამებისგან საემიგრაციო საკითხებზე“
  3. მიხეილ სააკაშვილი კახა კალაძეზე: ერთი ოროსანი სვამს მეორე ოროსანს - აბსოლუტურ ბრიყვს და გაუნათლებელს - მილიონნახევრიანი ქალაქის მერად
  4. შსს: 100 ქულის ამოწურვის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იქნება დასაშვები მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა
  5. შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა... მასთან პუტინის სახელით ჩავიდა მილერი და შეეცადა მისი გარემოცვისთვის გაგებინებას, რომ ძალაუფლება კალაძეს გადააბაროს“
  6. „ქართული ოცნება“ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში დღევანდელი გამგებლების აბსოლუტურ უმრავლესობას არ წარადგენს - წყაროები
  7. ლეჩხუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 551,700 ლარი დაიხარჯება - რევაზ ბენიძე აცხადებს, რომ მხარის დიდი პოტენციალის გამოუყენებლობა „დიდი დანაშაული იქნება“
  8. რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინთან შეხვედრის დასაწყისშივე არაერთხელ წამოსწია რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით არსებული წუხილი
  9. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯორჯ სოროსი შეუწყვეტლივ უთხრის ძირს ისრაელის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს
  10. ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს თვალები დაუბრიალა?
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი