კიმ ჩენ ინმა ახალი ანტი-საავიაციო იარაღის სისტემის მთელ ქვეყანაში განლაგების ბრძანება გასცა
28-05-2017, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ახალი ანტი-საავიაციო იარაღის სისტემის ტესტირებას გაუწია ზედამხედველობა და მისი მასობრივი წარმოების და მთელ ქვეყანაში განლაგების ბრძანება გასცა. ინფორმაციას „როიტერსი“ ჩრდილო კორეის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


სააგენტო KCNA იარაღის ზუსტ მახასიათებლებზე და ტესტირების დროზე ინფორმაციას არ ავრცელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ იგი თავდაცვის მეცნიერების ეროვნული აკადემიის მიერ იყო ორგანიზებული - შავ სიაში შეყვანილი სააგენტო, რომელიც ავითარებს ბირთვულ იარაღს და რაკეტებს.

 


ბოლო თვეების განმავლობაში ფხენიანმა ინტენსიურად და უპრეცედენტოდ მაღალი ტემპებით დაიწყო მრავალი სახის იარაღის გამოცდა, მათ შორის ბირთვული ქობინების გადამტანი შორს მიმავალი ბალისტიკური რაკეტების, რომელსაც, ვარაუდობენ, რომ შეერთებული შტატების კონტინენტზე თავდასხმის შესაძლებლობა გააჩნია და რამდენიმე კვირის წინათ საშუალო მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა მოაწყო და ამ მიმართულებით გარკვეულ ტექნიკურ პროგრესს მიაღწია.

 


„კიმ ჩენ ინი... უყურებდა ახალი ტიპის ანტი-საავიაციო იარაღის სისტემის ტესტირებას, რომელიც ორგანიზებული იყო თავდაცვის მეცნიერების ეროვნული აკადემიის მიერ“, განაცხადა KCNA-იმ კვირას.

 


„ირაღის ეს სისტემა, რომლის ფუნქციონირების შესაძლებლობა საფუძვლიანად არის შემოწმებული, უნდა იყოს მასობრივად წარმოებული და განლაგდეს მთელ ქვეყანაში... რათა სრულიად წახდეს მტრის ველური ოცნება იმბრძანებლოს ჰაერში, და ვიამაყოთ საჰაერო უპირატესობითა და იარაღის ყოვლისშემძლეობით“, წერს სააგენტო.

 


KCNA-ს ინფორმაციით, კიმს თან ახლდა მისი სამხედრო მრჩევლები და მან სამი პირი მაღალ ოფიციალურ თანამდებობაზე დაასახელა, რომელთაც ქვეყნის სარაკეტო პროგრამის სწრაფი ტემპით განვითარებაზე დაეკისრათ პასუხისმგებლობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი