ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ფლინი მოსკოვში 2015 წელს გამართულ სადილზე გვერდიგვერდ ისხდნენ
04-06-2017, 14:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეერთებული შტატების ყოფილ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ ფლინთან თითქმის არც კი უსაუბრია 2015 წელს მოსკოვში გამართულ სადილზე, სადაც ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ. აღნიშნულის შესახებ NBC-ის ახალი ამბები კრემლის ლიდერის ციტირებაზე დაყრდნობით იუწყება.

 


ფლინის მოსკოვთან კავშირები შეერთებულ შტატებში გულდასმითი გამოკვლევის ქვეშ იმყოფება. ფლინი თებერვალში იძულებული გახდა თანამდებობა პოსტზე დანიშვნიდან მალევე დაეტოვებინა. ტრამპის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის გარშემო ატეხილი სკანდალი რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან მის კონტაქტს უკავშირდებოდა.

 


„როიტერსის“ ცნობით, ფლინმა უარი განაცხადა შეერთებული შტატების სენატის სადაზვერვო კომიტეტისთვის მის რუსეთთან კავშირების შესახებ ჩვენების მიცემაზე, გამოიყენა რა მისი კონსტიტუციური უფლება საკუთარი თავის წინააღმდეგ არახელსაყრელი ჩვენების მიცემისგან თავის არიდებაზე.

 


NBC-ის გადაცემაში, „კვირა ღამე მეგინ კელისთან ერთად“, რომლის მოკლე ანონსიც წინასწარ გავიდა, პუტინმა განაცხადა, რომ მან გაიხსენა სადილი, როგორც რუტინული ღონისძიება.

 


„მე წარმოვთქვი ჩემი სიტყვა. შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ სხვა უმნიშვნელო ამბებზე. და მე წამოვდექი და დავტოვე იქაურობა. და შემდეგ მითხრეს - იცით, რომ იქ ამერიკელი ბატონი იყო, ის ჩართული იყო გარკვეულ რაღაცებში. იგი უსაფრთხოების სამსახურებში იყო“, განაცხადა პუტინმა და დაამატა:

 


„სულ ეგ არის. მე მასთან რეალურად არც კი მილაპარაკია. ეს არის ბატონ ფლინთან ჩემი ნაცნობობის მთელი ამბავი“.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, 2015 წლის დეკემბერში მოსკოვში სადილი რუსული სატელევიზიო არხის, Russia Today-ს (RT) - რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური არხის, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები სახელმწიფოს მართულ პროპაგანდის საშუალებად და ამერიკის შესახებ დეზინფორმაციის მიმწოდებლად მიიჩნევენ - 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით იყო გამართული.

 


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც გასულ კვირას პარიზში პრეზიდენტ პუტინის გვერდით იდგა, საჯაროდ გაკიცხა Russia Today და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ახალი ამბების სააგენტო Sputnik-ი და მათ „გავლენის აგენტურა... და ტყუილის პროპაგანდისტები“ უწოდა, რომლებიც „ყალბ ამბებს“ ავრცელებდნენ მის წინააღმდეგ საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

 


აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა იანვარში განაცხადეს, რომ კომპიუტერულ ჰაკერობას, ყალბი ახალი ამბების გავრცელებას და პროპაგანდას ზედამხედველობას პუტინი უწევდა და აღნიშნული ქმედებების მიზანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა და სასწორის „რესპუბლიკელი“ კანდიდატის. დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გადახრა იყო.

 


პუტინმა უარყო ამგვარი კამპანიის განხორციელება და ტრამპმაც უარყო რუსეთთან ნებისმიერი სახის საიდუმლო შეთანხმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი