გერმანია დაიმუქრა, რომ სამაგიეროს გადაიხდის აშშ-ის წინააღმდეგ, თუკი რუსეთისადმი ამერიკის სენატის ახალი სანქციები გერმანული ფირმების დაჯარიმებას გამოიწვევს
16-06-2017, 23:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანია დაიმუქრა პარასკევს, რომ სამაგიეროს გადაიხდის შეერთებული შტატების წინააღმდეგ თუკი რუსეთისადმი აშშ-ის სენატის მიერ წარმოდგენილი ახალი სანქციები გერმანული ფირმების დაჯარიმებას გამოიწვევს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წერს.

 


ხუთშაბათს სენატში 98-2 ხმით მიღებული კანონპროექტი მოიცავს ახალ სანქციებს რუსეთის და ირანის წინააღმდეგ. ის ითვალისწინებს სადამსჯელო ზომებს იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც რუსეთისთვის მატერიალურ მხარდაჭერას ახდენენ ენერგომატარებლების საექსპორტოდ მილსადენების მშენებლობის საქმეში.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ბერლინი შიშობს, რომ სენატის გადაწყვეტილება იმ გერმანული და ევროპული ფირმების დაჯარიმებას გამოიწვევს, რომლებიც ჩართული არიან ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტში, რომელიც ბალტიის გასწვრივ რუსული გაზის გამტარი მილსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

 


პროექტში ჩართულ ევროპულ კომპანიებს შორისაა გერმანიის გაზის და ნავთობის ჯგუფი Wintershall-ი, გერმანული ენერგო ვაჭრობის ფირმა Uniper-ი, Royal Dutch Shell-ი, ავსტრიის OMV და საფრანგეთის Engie.

 


სენატის კანონპროექტი, რომელიც უნდა მოიწონონ წარმომადგენლობით პალატაში და ხელმოწერილი უნდა იქნეს პრეზიდენტ ტრამპის მიერ, სანამ ის კანონად იქცევა, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესმდივანმა აღწერა, როგორც „უჩვეულო ნაბიჯი“.

 


მისი თქმით, „უცნაურია“, რომ სანქციები, რომელიც რუსეთის დასასჯელად არის განზრახული მისი აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო, ასევე ქმნის ევროპული კომპანიების დაჯარიმების საფუძვლებს.

 


„ეს არ უნდა მოხდეს“, განაცხადა მერკელის პრესმდივანმა სტეფან ზიბერტმა.

 


„როიტერსთან“ ინტერვიუში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ბრიგიტ ზიპრისმა თქვა, რომ ბერლინმა უნდა იფიქროს კონტრ-ზომებზე, თუკი ტრამპი მხარს დაუჭერს აღნიშნულ გეგმას.

 


„თუკი ის გამოაცხადებს მხარდაჭერას, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, თუ რას მოვიმოქმედებთ ამის წინააღმდეგ“, განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

 


ბერლინისგან ამგვარი მკაცრი პასუხი იმ დროს გაჟღერდა, როცა ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ღრმა დაძაბულობის ფაზაშია შესული და მაისის ბოლოს თავად მერკელმა გამოხატა იმედგაწბილება შეერთებულ შტატებთან მომავალი ურთიერთობებისადმი, განაცხადა რა რომ ევროპა უკვე „სრულად ვერ იქნება მინდობილი“ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთზე, მას შემდეგ რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპია არჩეული და „ბრექსიტი“ სახეზეა - ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი