ოთხი არაბული სახელმწიფო ყატარს ულტიმატუმს უყენებს და მისგან „ალ ჯაზირას“ ტელევიზიის დახურვას, ირანთან კავშირების შეზღუდვას და თურქული ბაზის დახურვას ითხოვს
23-06-2017, 14:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ, რომელმაც ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, დოჰას მიმართ ულტიმატუმი გამოსცა და მისგან „ალ ჯაზირას“ ტელევიზიის დახურვა, ირანთან კავშირების შეზღუდვა, თურქული ბაზის დახურვა და კომპენსაციის გადახდაა მოთხოვნილი, რაც ყატარის მიერ ძნელად შესასრულებელი იქნება.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა თავიანთი მოთხოვნების 13-პუნქტიანი სია გაუგზავნეს დოჰას, რითაც აშკარად იკვეთება მათი მიზანი, მოახდინონ დემონტაჟი მათი ერთი ბეწო, მაგრამ მდიდარი მეზობლის ორი ათეული წლის ინტერვენციონისტური საგარეო პოლიტიკის, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.

 


ყატარს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ყატარი ოთხ არაბულ სახელმწიფოსთან მოლაპრაკებებს მანამ არ აწარმოებს, სანამ ამ თვეში გაწყვეტილი ეკონომიკური, დიპლომატიური და სამგზავრო კავშირები არ აღდგება.

 


არაბული ქვეყნები, რომელთაც ყურის ერთ ბეწო სახელმწიფოზე სანქციები დააწესეს, ყატარს ტერორიზმის დაფინანსებაში, რეგიონული დესტაბილიზაციის გაღვივებასა და მათ მტერთან, ირანთან ძალიან ახლო კავშირების ქონაში ადანაშაულებენ. ყატარი უარყოფს აღნიშნულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ იგი თავისი მეზობლების ავტორიტარული მემკვიდრეობითი და სამხედრო მმართველების მხარდაჭერისაგან განზე გადგომის გამო ისჯება.

 


რეგიონული ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკომპრომისო მოთხოვნები მცირე პერსპექტივას ტოვებს იმისას, რომ არაბეთის ყურის სუნიტურ სახელმწიფოებს შორის სწრაფად დასრულდეს წლების განმავლობაში პირველად შექმნილი უდიდესი დიპლომატიური კრიზისი.

 


„მოთხოვნები იმდენად აგრესიულია, რომ სრულიად აშკარაა, ამჟამად კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობა ვიხილოთ“, განაცხადა შვეიცარიაში ბაზირებულმა სანავთობო კონსულტაციის Petromatrix-ის სტრატეგმა ოლივერ ჯაკობმა.

 


დოჰას ინსტიტუტის კონფლიქტების გადაწყვეტის პროფესორი იბრაჰიმ ფრაიჰატი ხანგრძლივ გამოუვალ მდგომარეობას პროგნოზირებს.

 


„სამხედრო ქმედებები მოსალოდნელი არ იქნება ამ მომენტში, ამგვარად ბოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, შედეგი პოლიტიკური ჩიხი იქნება“, განაცხადა მან.

 


ვაშინგტონმა, რომელიც ახლო სამხედრო მოკავშირეა, როგორც 4 არაბული სახელმწიფოს, ისე ყატარის, დაპირისპირებულ მხარეებს საკითხის გადაწყვეტისაკენ მოუწოდა. სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ყატარის მეზობლებმა უნდა წამოაყენონ „გონივრული და პრაქტიკული“ მოთხოვნები, თუმცა მის აღნიშნულ განცხადებამდე, პრეზიდენტმა ტრამპმა დაუყოვნებლივ მოიწონა 4 არაბული სახელმწიფოს მიერ ყატართან დიპლომატიური ურთიერთოებების გაწყვეტა, სანამ ოდნავ მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის საწინააღმდეგო განცხადებას გააკეთებდა. 

 

 

 

(თურქი ჯარისკაცები თავიანთ სამხედრო ბაზაზე დოჰაში, 23 ივნისი, 2017 წელი)

 

 

მუსულმანური სახელმწიფოების მხრიდან ყატარისადმი ყველაზე მძლავრი მხარდაჭერა ჯერჯერობით თურქეთმა გამოხატა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყატარის მისი მეზობელი სახელმწიფოებისაგან იზოლირება ისლამური ღირებულებების დარღვევად და „სიკვდილით დასჯის“ მსგავს ქმედებად გამოაცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი