დონალდ ტრამპი ბარაქ ობამას 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით უმოქმედობაში სდებს ბრალს
24-06-2017, 23:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის წინამორბედს, ბარაქ ობამას 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით უმოქმედობაში დასდო ბრალი.

 


ტრამპმა განაცხადა, რომ ობამამ 8 ნოემბრის არჩევნებამდე მშვენივრად იცოდა ყველაფერი ბრალდებების შესახებ, მაგრამ „არაფერი გაუკეთებია“.

 


ტრამპის კომენტარს წინ უძღოდა The Washington Post-ის მიერ წერილის გამოქვეყნება, სადაც ნათქვამია, რომ ობამა გაცნობილი იყო გასული წლის აგვისტოში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აშშ-ის არჩევნებში „პირდაპირ ჩარევის“ შესახებ ფაქტებს და ინფორმაციებს.

 


აშშ-ის არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევის საქმე შეერთებულ შტატებში მაღალი დონის გამოძიების საგანია. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის, CIA-ის, FBI-ის ნგარიშში კი, რომელიც ტრამპის გამარჯვების შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა დონალდ ტრამპის დახმარებას გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.

 


პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ უარყო რუსეთის რაიმე სახით ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 


The Washington Post-ის წერილის მიხედვით, ობამას გასული წლის აგვისტოს დასაწყისში რუსეთის მთავრობის შიგნით ღრმა წყაროებმა უთხრეს, რომ პუტინი პირდაპირ იყო ჩართული კიბერკაპმანიაში, რომლის მიზანიც დონალდ ტრამპის გამარჯვების სასარგებლოდ ჰილარი კლინტონისთვის ზიანის მიყენება იყო.

 


ამერიკული გაზეთის თანახმად, ობამა საიდუმლოდ განიხილავდა ათეულობით სხვადასხვა არჩევანს რუსეთის დასასჯელად, მაგრამ საბოლოოდ სიმბოლური ზომების მიღებაზე შეჯერდა, რაც 35 რუსი დიპლომატის ვაშინგტონიდან გაძევებაში და ორი რუსული სტრუქტურის დახურვაში გამოიხატა, თუმცა როგორც ამას BBC წერს, გაძევებული დიპლომატები დეკემბრის მიწურულს, არჩევნების შემდეგ, მშვენივრად დაბრუნდნენ უკან ვაშინგტონში.

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მიერ ჰაკერული თავდასხმის ბრალდების კვალდაკვალ ვაშინგტონის მიერ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა გამორიცხა კრემლის მიერ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა და განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა „დამდაბლდეს“ „სამზარეულოს დიპლომატიის“ დონეზე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ იმუშავებს, რათა აღადგინოს დიპლომატიური კავშირები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.

 

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო ვლადიმერ პუტინი მას შემდეგ, რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმის ბრალდების გამო ვაშინგტონმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის პრეზიდენტმა ობამას ქმედების საპასუხოდ ამერიკელი დიპლომატების მიმართ ანალოგიური ნაბიჯი არ გადადგა.

 


იმ საპასუხო ზომებს შორის, რასაც ობამა განიხილავდა, მაგრამ რაც მოქმედებაში არ ყოფილა მოყვანილი, მოიაზრებოდა კიბერ იარაღების დაყენება რუსულ ინფრასტრუქტურაში და პერსონალურად პუტინის დამაზიანებელი ინფორმაციის გამოქვეყნება.

 


ასეთ სიტუაციაში BBC კურიოზულ ვითარებაზე წერს, აღნიშნავს რა, რომ ახლა თავად ტრამპი სვამს კითხვას, თუ რატომ არ გააკეთა მეტი ობამამ, რაც კურიოზული პოზიციაა იმის გათვალისწინებით, რომ მან ახლახან რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჰაკერული ჩარევის ამბავს „დემოკრატების“ „ტყუილი და ტრიუკი“ უწოდა.

 


ტრამპმა პარასკევს „თვითერზე“ დაწერა: „ობამას ადმინსიტრაციამ გაცილებით ადრე, წინასწარ იცოდა 8 ნოემბრის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. ამის თაობაზე არაფერი გაკეთებულა. რატომ?“

 


შაბათს კი ტრამპმა ორი სხვა განცხადება გამოაქვეყნა „თვითერზე“, მეორეში ნათქვამია: „ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ მათ „ენას კბილი დააჭირეს“ როცა საქმე საქმეზე მიდგა რუსეთის არჩევნებში ჩარევაზე. არ უნდოდათ მათ, ჰილარისთვის ზიანის მიყენება?“

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი