მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში: „აშშ-ის მთავრობა შესაძლოა გრძნობს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს იმით, რომ 2008 წლის რუსულ-ქართული ომის კვალდაკვალ უფრო მტკიცედ არ გასცეს პასუხი“
31-07-2017, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ევროპის დარწმუნების მისიას იწყებს“, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“, რომელიც პენსის ესტონეთში, საქართველოში და მონტენეგროში 30 ივლისი-2 აგვისტოს ტურნეს ეხება და ხაზს უსვამს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია ამ ვიზიტით დაამშვიდოს ამერიკის ევროპელი მოკავშირეების ნერვები მას შემდეგ, რაც ტრამპმა პრეზიდენტად არჩევისთანავე ტრანს-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის უსარგებლობაზე, „დრომოჭმულობაზე“ გააკეთა აქცენტი და NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, სამაგიეროდ კი გამოავლინა დაუოკებელი სწრაფვა მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ.

 

 

საქართველოში, რომელიც პენსის მეორე გაჩერების ადგილია და რომელიც NATO-ს არაწევრი ქვეყანაა, ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და დაესწრება შეერთებული შტატების და ქართული ჯარების მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას. თბილისის დარწმუნებაც დღის წესრიგის მთავარი ამოცანაა, განაცხადა კანზასის უნივერსიტეტში ევროპული უსაფრთხოების მკვლევარმა მარია ომელიჩევამ.

 

 

 


„ქართველები ძალიან შეშფოთებულები იყვნენ ძალზე მოსალოდნელი შემცირებით შეერთებული შტატების საგარეო სამხედრო დახმარების პროგრამისა, რომელიც თეთრი სახლის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული“. ეს კი, დამატებითი მოტივიცია იქნებოდა პენსის საქართველოში ვიზიტისა, დაამატა ომელიჩევამ: „შეერთებული შტატების მთავრობა შესაძლოა გრძნობს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს იმით, რომ უფრო მტკიცედ არ გასცეს პასუხი 2008 წლის რუსულ-ქართული ომის კვალდაკვალ“.

 

 

GUARDIAN.GE-ს მიერ თარგმნილი „დოიჩე ველე“-ს სტატია სრულად იხილეთ აღნიშნულ ბმულზე. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი