დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის „ურთიერთობები რუსეთთან ყველა დროის ყველაზე სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა“
03-08-2017, 09:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით თეთრ სახლში გადაგზავნილ კანონპროექტზე ხელმოწერიდან ერთ დღეში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა რუსეთთან „სახიფათოდ დაბალ“ ნიშნულზეა.

 


„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ყველა დროის ყველაზე სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა“, დაწერა მან „თვითერზე“.

 


„შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ კონგრესსს, იმავე ადამიანებს, რომლებმაც ვერ შეძლეს მოეცათ ჩვენთვის ჯანდაცვა!“, დაამატა მან იმის ხაზგასასმელად, რომ ვერ შეძლო გაეუქმებინა მისი წინამორბედის, ბარაქ ობამას ჯანდაცვის რეფორმები.

 

 

აშშ-ის წარმომადგენლობით პალატასა და სენატში გამოხატული აბსოლუტური ერთსულოვნების შემდეგ, ოთხშაბათ დილით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დახურულ კარს მიღმა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ კანონზე ხელმოწერიდან მალევე რუსეთის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ „სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „სრული უუნარობა“ აჩვენა.

 


„იმედი, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან გაუმჯობესდებოდა, დასრულებულია“, დაწერა მედვედევმა „ფეისბუქზე“.

 


„სანქციების რეჟიმი კოდიფიცირებულია და ძალაში დარჩება ათწლეულების განმავლობაში, თუკი რაიმე სასწაული არ მოხდება... ამგვარად, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბული იქნება... იმისდა მიუხედავად, თუ ვიქნება ამერიკის პრეზიდენტი“, განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრმა.

 


მედვედევმა ასევე განმარტა თუ რას ნიშნავს სანქციების პაკეტი რუსეთისთვის.

 


„რას ნიშნავს ის ჩვენთვის? ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენი ეკონომიკის და სოციალური სექტორის განვითარებას, გამოვიჩენთ ძალისხმევას შევცვალოთ იმპორტი და გადავწყვიტოთ უმთავრესი ეროვნული ამოცანები ისე, რომ უმეტესად საკუთარ თავზე ვიყოთ დაყრდნობილი. ის, რომ ამგვარად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვისწავლეთ იმ მდგომარეობაში, როცა ფინანსური ბაზრები თითქმის დაკეტილია და როცა უცხოელ ინვესტორებს და კრედიტორებს შიში აქვთ რუსეთში ინვესტირების გამო არ დაჯარიმდნენ“.

 


მოსკოვისთვის სანქციების დაწესებით გამოწვეული ეკონომიკური შედეგებით შეძრწუნებულია რამდენიმე ევროპული ქვეყანა და მათ შორის გერმანია და ევროკომიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გამაფრთხილებლად განაცხადა „უნებლიე ცალმხრივი შედეგების“ შესახებ, „რომელიც გავლენას მოახდენს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებზე“.

 


რუსეთისადმი დაწესებული სანქციები 2016 წელს კრემლის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გარდა, კავშირშია ასევე 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიასთან. ის ახალ შეზღუდვებს აწესებს სანავთობო და გაზის პროექტებზე, გავლენას მოახდენს რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალ ჩრდილო ნაკადზე, რამაც ევროკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

 

ყირიმის ანქესიის გამო აშშ-ს უკვე აქვს სანქციები დაწესებული რუსეთის გარკვეული პირების და კომპანიების მიმართ. გასული წლის დეკემბერში კი მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კრემლის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჰაკერული ჩარევის ბრალდებით, 35 რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან და დახურა ორი რუსული დიპლომატიური სტრუქტურა შეერთებულ შტატებში.

 


„მე შემიძლია უკეთესი შეთანხმებები დავდო“

 


პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ მის საარჩევნო კამპანიას რაიმე ფარული გარიგება ჰქონდა რუსეთთან იმისათვის, რომ დახმარებოდნენ მას გამარჯვებაში.

 


ტრამპმა ბრალი დასდო კონგრესს, რომელმაც გასულ კვირას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი სანქციების კანონპროექტს და გადააგზავნა ის თეთრ სახლში, კონსტიტუციური უფლებამოსილების გადაჭარბებაში.

 


სანქციების კანონთან დაკავშირებით მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა დაიჩივლა იმის შესახებ, რაც მისი თქმით საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების მხრივ საპრეზიდენტო უფლებამოსილებაში კონგრესის მიერ კანონდარღვევითი ჩარევაა, განაცხადა რა, რომ კანონი ასახავდა კონგრესის „უპირატესობებს“, ვიდრე კანონიერ მანდატს.

 


„როგორც პრეზიდენტს, მე შემიძლია გაცილებით უკეთესი შეთანხმებები დავდო უცხო ქვეყნებთან, ვიდრე კონგრესს“, თქვა მან.

 

 

რუსეთის საპასუხო ნაბიჯები

 

 

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 ივლისს, სანქციების საპასუხოდ განაცხადა, რომ 755-მა ამერიკელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს რუსეთი და გამაფრთხილებლად აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მისი ამგვარი განცხადება აშშ-ის სენატის მიერ რუსეთისადმი ახალი სანქციების დაწესებას უკავშირდება.

 


უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ვაშინგტონისაგან რუსეთში წარმოდგენილ მის საელჩოში სექტემბრისთვის, თანამშრომელთა რაოდენობა 455-ამდე შეემცირებინა, იგივე რაოდენობამდე, რაც რუსეთს ჰყავს აშშ-ში.

 

 

სერგეი ლავროვის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოსკოვში, დაროჟნოის ქუჩაზე და სერებრიანის ფიჭვნარში ყველა შენობის საწყობების გამოყენების უფლება ჩამოერთმევა.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი