კატალონიის პოლიციამ მამაკაცი ჩაცხრილა, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა
21-08-2017, 09:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კატალონიის პოლიციამ ბარსელონას პროვინციაში, დასახლებულ პუნქტ სუბირატსში მამაკაცი ჩაცხრილა, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა.

 


ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რადიოსადგურ Cadena Ser-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

რადიოსადგურის ცნობით, პოლიციამ სუბირატსის რაიონში, 243-ე ავტომაგისტრალის მე-16 კილომეტრზე, მამაკაცის ლიკვიდაცია მოახდინა, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა. მამაკაცი სპეცოპერაციის ფარგლებში იქნა ლიკვიდირებული.

 

 

როგორც გამოცემა „პაისი“ იტყობინება, მოკლული მამაკაცი ბარსელონას ტერაქტის განმახორციელებელს „ჰგავს“. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება.

 

 

ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს.

 

 

აღნიშნული ინფორმაცია „რია ნოვოსტი“-მ ესპანურ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა.

 

 

ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელი 22 წლის იოუნს აბოუიაყუბია. მასზე ძებნის ოპერაცია არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით გრძელდებოდა, თუმცა დანაშაულში ეჭვმიტანილი ესპანეთში, სან-სადურნი-დანოიაში, ბარსელონას პროვინციაში დააკავეს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი