აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების გაფართოების გამო მოსკოვი საპასუხო ზომების მიღებას აპირებს
22-08-2017, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის სანქციების გაფართოების გამო კრემლი საპასუხო ზომების მიღებას აპირებს. აღნიშნული განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა გააკეთა.

 


„აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 22 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება გააფართოოს ანტირუსული სანქციების სია და ეს ჩრდილოეთ კორეის თემას დაუკავშირა. შეზღუდვის ქვეშ 4 რუსი და ერთი სამამულო კომპანია მოექცა. ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროინდელი „ტრენდი“ ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული რღვევისა, გრძელდება. თეთრ სახლში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ, ეს უკვე მეოთხე ასეთი შემთხვევაა“, განაცხადა რიაბკოვმა, რომლის აზრითაც, ასეთ სავალალო ფონზე, უაღრესად არადამაჯერებლად ჟღერს განხილულ იქნეს ამერიკის წარმომადგენელთა სურვილები ორმხრივი ურთიერთობებისა და კავშირების სტაბილიზაციაზე.

 

 

 

შეერთებულმა შტატებმა, 22 აგვისტოს, ათეულობით იმ რუსულ და ჩინურ კომპანიასა და ინდივიდზე დააწესა სანქციები, რომლებსაც ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განვითარების ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი