დონალდ ტრამპი „აქტიურად განიხილავს“ სასიკვდილო თავდაცვითი იარაღის უკრაინაში გაგზავნას მას შემდეგ რაც პოროშენკომ განაცხადა, რომ ახლა მის მიწაზე 3,000 რუსი ჯარისკაცია
25-08-2017, 00:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპი „აქტიურად განიხილავს“ სასიკვდილო თავდაცვითი იარაღის უკრაინაში გაგზავნას მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა მის მიწაზე სულ მცირე 3,000 რუსი ჯარისკაცია, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

 


ჯეიმს მატისმა უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცახდა, რომ შეერთებული შტატები „უკრაინის გვერდით დგას“.

 


როგორც ბრიტანული „ინდიფენდენტი“ წერს, მატისმა თქვა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ზეწოლას რუსეთზე მისი აგრესიული ქმედების გამო, მაგრამ არ გაუცია დაპირება, რომ კიევს ლეტალური იარაღით უზრუნველყოფდა.

 


მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ ასრულებს მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს სეპარატისტული ძალადობის დასრულებას აღმოსავლეთ უკრაინაში.

 


„რუსეთის უარყოფების მიუხედავად“ ჩვენ ვიცით, რომ ისინი ცდილობენ საერთაშორისო საზღვრების გადაკეთებას ძალის მეშვეობით, ძირს უთხრიან სუვერენულ და თავისუფალ სახელმწიფოებს ევროპაში“, უთხრა მან ჟურნალისტებს.

 


მატისის ვიზიტი დროში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიეს და ეს არის მეორე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი, სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შემდეგ, რომელიც ქვეყანას ივლისში სტუმრობდა, ვინც კიევისადმი აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.

 


რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა და მას შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ამბოხების შედეგად 10,000 ადამიანი დაიღუპა.

 


აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უკრაინის მიმართ მხარდაჭერას მკაფიოდ გამოხატავას, მაგრამ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის კომენტარმა, რომ იგი დასაშვებად მიიჩნევდა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, კიევში იმის შიშები წარმოშვა, რომ ვაშინგტონს შესაძლოა უკრაინის ხარჯზე გაეუმჯობესებინა კავშირები მოსკოვთან, წერს ბრიტანული გამოცემა.

 


„თავდაცვით სასიკვდილო იარაღზე, ჩვენ აქტიურად განვიხილავთ მას, მე უკან გავბრუნდები ახლა, გადავხედავ ამჟამინდელ მდგომარეობას და მექნება შესაძლებლობა მივაწოდო ინფორმაცია სახელმწიფო მდივანს და პრეზიდენტს ძალიან სპეციფიკურ ვადებში, თუ რა რეკომენდაციას მივცემ სამომავლო ინსტრუქციისთვის“, განაცხადა ჯეიმს მატისმა, საზღვაო ძალების ყოფილმა გენერალმა და დაამატა: „თავდაცვითი იარაღები არ არის პროვოკაციული, თუ შენ არ ხარ აგრესორი, და აშკარაა, რომ უკრაინა არ არის აგრესორი, რადგან იქ, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, მისი საკუთარი ტერიტორიაა“.

 


პოროშენკომ განაცხადა, რომ მათ განიხილეს საკითხი, რამდენად იქნება შესაძლებელი გაერო-ს მხარდაჭერილი შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ უკრაინაში გაგზავნა.

 


მიმდინარე წლის დასაწყისში, ტრამპის იანუგურაციის გამართვამდე, პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ევროპაში საბრძოლო ტანკებით აღჭურვილი 3 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რაც რუსეთმა მისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ აღიქვა, რადგან ეს არის შეერთებული შტატების სამხედრო შეიარაღებული ძალების ყველაზე მასშტაბური კონტინგენტის განლაგება ევროპაში ათწლეულების განმავლობაში.

 


გეგმის მიხედვით, ძალების როტაცია ყოველ 9 თვეში უნდა მოხდეს. როტაციაში ჩართული იქნებიან ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი.

 


რუსეთს თავის ანკლავში (სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მთლიანდ გარშემორტყმულია სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებით) კალინინგრადში, რომელიც პოლონეთსა და ლიტვას შორის, ბალტიის ზღვის გასწვრივ მდებარეობს და რომელიც რუსეთის მნიშვნელოვანი, დიდძალი, მძიმე შეიარაღების სამხედრო საგუშაგოს წარმოადგენს, უკვე არაერთი სამხედრო წვრთნა აქვს ჩატარებული და გასული წლის ოქტომბერში იქ ბირთვული შესაძლებლობების ისკანდერის სარაკეტო დანადგარებიც განათავსა, რაც დასავლეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

 


რუსეთი სექტემბერში, ბელარუსთან ერთად ერთობლივი მასშტაბური წვრთნების ჩატარებას გეგმავს, რომელიც Nato-ს შეფასებით, 2013 წლის შემდეგ ყველაზე დიდი წვრთნები იქნება და მასში 100,000-ამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი