ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მასზე სანქციები და ზეწოლა მისი ბირთვული პროგრამის დასრულებას მხოლოდ დააჩქარებს
18-09-2017, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ მასზე სანქციები და ზეწოლა მისი ბირთვული პროგრამის მხოლოდ დაჩქარებას გამოიწვევს.

 


მკაცრი სიტყვების შემცველ განცხადებაში ფხენიანმა გაერო-ს ახალ სანქციებს „მტრობის ყველაზე უზნეო, არაეთიკური და არაადამიანური აქტი“ უწოდა.

 


ამასობაში კი, როგორც BBC იუწყება, შეერთებული შტატების და ჩინეთის პრეზიდენტებმა თავიანთი მზადყოფნა გამოხატეს იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეაზე გაერო-ს უმკაცრესი სანქციების დაწესების მეშვეობით „მაქსიმალურად გაზარდონ ზეწოლა“.

 

 

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ქვეყნის ოფიციალურმა ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ (KCNA) გამოაქვეყნა, ნათქვამია: „შეერთებული შტატების და მისი ვასალი ძალების მზარდი ნაბიჯები, დაწესდეს სანქციები და გაძლიერდეს ზეწოლა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, მხოლოდ გაზრდის ჩვენს ტემპს სახელმწიფოს ბირთვული ძალის საბოლოო დასრულების მიმართულებით“.

 


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 11 სექტემბერს მიღებული გაერო-ს ახალი სანქციების მიზანია „ფიზიკურად გაანადგუროს“ ქვეყნის მოსახლეობა, სისტემა და მთავრობა.

 


მოელიან, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები სამშაბათს, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას და მისი სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერებთან შეხვედრისას ერთ-ერთი დომინანტური თემა იქნება.

 


უფრო ადრე ტრამპმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მაგიდაზე „ყველა არჩევანი“ განიხილება და ჩრდილოეთ კორეაში „ცეცხლისა და მახვილის“ შეტანით დაიმუქრა თუ იგი განაგრძობდა აშშ-ის მიმართ მუქარას.

 


ორშაბათს ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ტრამპმა და ქსი ძინპინგმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ „მაქსიმალუარად გაზარდონ ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე“ გაეროს- უშიშროების საბჭოს მძლავრი სანქციებით, განაცხადა თეთრმა სახლმა.

 


ვაშინგტონმა არაერთხელ დაჟინებით სთხოვა პეკინს ფხენიანის შეკავებასთან მიმართებაში უფრო პირდაპირი ქმედებების განხორციელებისაკენ, მაშინ როცა ჩინეთი თვლის, რომ ამერიკამ მუქარის განცხადებები უნდა შეამციროს და საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე იფიქროს.

 


რუსეთმაც ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონის პოლიტიკა, მას „აგრესიულ რიტორიკაში“ დასდო ბრალი და მოუწოდა აშშ-ს, რომ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზებით უნდა იქნეს გადაწყვეტილი.

 


გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს ჩინეთი და რუსეთი მხოლოდ მას შემდეგ დაეთანხმნენ, რაც ვაშინგტონმა რეზოლუციის მუხლები შეარბილა.

 

 

15 წევრისაგან შემდგარმა უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შედგენილ რეზოლუციის პროექტს, რომელიც სარაკეტო გამოცდებს გმობს და აწესებს სანქციებს, რაც ჩრდილოეთ კორეული ქსოვილების იმპორტის აკრძალვას და ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას მოიცავს, ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

 


აღნიშნულის საპასუხოდ ჩრდილო კორეულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ „საზიზღარი სანქციების რეზოლუციის“ გამო ამერიკის შეერთებული შტატები „როგორც ცოფიანი ძაღლი ცემით სიკვდილის პირამდე უნდა იქნეს მიყვანილი“.

 

 

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, იაპონიის თავზე მეორე ბალისტიკური რაკეტის გაშვებიდან მალევე აღთქმა დადო, რომ მიაღწევს ქვეყნის ბირთვულ მიზანს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი