დამოუკიდებლობის რეფერენდუმამდე 11 დღით ადრე, ესპანეთის პოლიციამ კატალონიის ხელისუფლების მაღალჩინოსანი დააკავა და რეიდები განახორციელა სამინისტროებში
20-09-2017, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ესპანეთის სამოქალაქო პოლიციამ, გვარდიამ, კატალონიის ხელისუფლების მაღალჩინოსანი დააკავა და რეიდები განახორციელა რეგიონული მთავრობის სამინისტროებში, რომლებიც ჩართული არიან ოფიციალური მადრიდის მიერ აკრძალული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კენჭისყრის საკითხებში.

 


როგორც BBC იუწყება, დაძაბულობა კატალონიის ვიცე-პრეზიდენტის აპარატის გენერალური მდივნის, ჯოზეფ მარია ხოვეს დაპატიმრებამდეც მაღალი იყო.

 


კატალონიის ლიდერები უგულვებელყოფენ სასამართლოს გადაწყვეტილებას კენჭისყრის შეჩერების თაობაზე. ესპანეთის მთავრობა მის შემადგენლობაში მყოფი რეგიონის, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა კატალონიის მოსახლეობის დიდი ნაწილი და რეგიონული მთავრობა თვლის, რომ მათ დამოუკიდებლობის მოპოვების უფლება გააჩნიათ.

 


ერთ-ერთმა კატალონიელმა ოფიციალურმა პირმა მოუწოდა მოქალაქეებს მშვიდობიანი წინააღმდეგობა გასწიონ სამთავრობო შენობების დასაცავად.

 


„დადგა დრო, რომ გავწიოთ მშვიდობიანი წინააღმდეგობა. მოდით, გამოვიდეთ და დავიცვათ ჩვენი ინსტიტუტები“. განაცხადა „ტვიტერზე“ კატალონიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხორდი სანჩესმა.

 


რეფერენდუმამდე 11 დღით ადრე, ესპანეთის პოლიციის რეიდების სამიზნე ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების და საპრეზიდენტო შენობები იქცა.

 


დაკავებული ოფიციალური პირის ხელმძღვანელმა, კატალონიის ვიცე-პრეზიდენტმა ორიოლ იუნქურესმა ესპანეთის პოლიცია რეგიონის ინსტიტუტებზე და ამგვარად, მის მოქალაქეებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. „ჩვენ არ დავუშვებთ ამას“, განაცხადა მან.

 

 

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმამდე 3 კვირით ადრე კი ბარსელონაში მილიონიანი დემონსტრაცია გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი