ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურზე: ჩემი მიცვალებულებიც კი შეურაცხყო თავისი მთვრალი გამონათქვამებით და თავისი არაკორექტულობით
25-10-2017, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთში არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით, თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება.

 

 

ქუცნაშვილის განცხადებით, იყო დრო, როდესაც „თამაზ მეჭიაური მის მზეს ფიცულობდა", რადგან სწორედ მან მიიყვანა ის „ქართულ ოცნებაში".

 

 

„2012 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, თამაზ მეჭიაური იყო ჭაბუა ამირეჯიბის შვილის პარტიაში, ეს იყო მე-6 პარტია, რომლის წევრიც იყო. ათეულობით ადამიანი დაადასტურებს, თუ რამდენჯერ მთხოვა მან, მიმეყვანა „ქართულ ოცნებაში”. გელა ხვედელიძე და მამუკა არეშიძე იყვნენ ისინი, ვისაც ვთხოვე, რომ ეს კაცი, მიუხედავად ასეთი წარსულისა და მერყევი იმიჯისა, რომ ის არასტაბილური იმიჯის მატარებელი კაცია და კომპეტენციაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მიგვეღო და პროცესებში ჩაგვერთო. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმა. ნათესაური კავშირი მე, როგორც მთიელს მავალდებულებს, ყველა მთიელზე ვიზრუნო.... ბატონი ბიძინა ყოველთვის გვასწავლიდა, რომ ყოველთვის მიეცით ადამიანს შანსი, რომ გზაზე დადგნენო. თამაზი ჩემს მზეს ფიცულობდა, ძალიან უყვარს ქეიფი, დღე და ღამე ჩემს სადღეგრძელოს სვამდა და შტაბის უფროსად გავამწესეთ ჩემს მშობლიურ თიანეთის რაიონში. მასზე არსებობდა საკმაოდ უარყოფითი ინფორმაცია ცენტრალურ შტაბში. მრავალ პარტიაგამოცვლილთან ერთად, მრავალ თანამდებობაგამოცვლილი იყო და მისი მუშაობა თიანეთის ცეკავშირის ხელმძღვანელად მის კორუფციულ იმიჯს ძალიან ამყარებდა. ძალიან კორუმპირებული იმიჯი ჰქონდა. „ქართულ ოცნებაში” მიყვანის და რეგიონულ შტაბში ჩართვის შემდეგ, როცა ჩემი რეკომენდაცია საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ თურმე მისი ამბიცია, რომ უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა, მინდოდა შანსი მიმეცა. მე ვალდებული ვარ ჩემს ახლობელზე ვიზრუნო. მაშინ მას უთხრეს, რომ წარსულის გამო მისი კანდიდატად დაყენება გაჭირდებოდა, თუმცა, მე მაინც დავასახელე მისი კანდიდატურა 2012 წლის არჩევნებში, მაგრამ მისი პოლიტიკური წარსული ამის საშუალებას არ იძლეოდა. კანდიდატად დასახელების ვერ გამოსვლის შემდეგ, ის განაწყენდა და დაგვიწყო შანტაჟი. მე ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის იურიდიულ ჯგუფს და ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი ჩართულიყო პროცესში, ხოლო ყველა კორუმპირებული და შებღალული ადამიანი შედარებით მეორე პლანზე ყოფილიყო. შესაბამისად, მეჭიაურმა აირჩია შანტაჟის გზა ისე, როგორც ახლა, მან მოიპარა ხმები და ახლა „ქართულ ოცნებას” აბრალებს. დაშანტაჟება იმაში გამოიხატებოდა, რომ თიანეთში წამოაყენა კანდიდატურა, მაშინ არ იყო ციხის კადრები ჯერ გამოსული და თქვა, რომ თუ სიაში არ ჩამწერთ, ვიმუშავებ იქით, სადაც გამიხარდებაო....

 

 

ფორმალური კურსელობის გარდა მეჭიაურს და ივანიშვილს არანაირი ძმაკაცობა და ნათესაობა არ აკავშირებთ, სამწუხაროდ, ის ჩემი ნათესავია, ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კი არ არის. ბიძინა ივანიშვილმა ამ შანტაჟის შემდეგ მოიწვია თათბირი. ამ თათბირზე ბიძინამ უთხრა, რა გინდაო და მან თქვა, რომ დეპუტატობა უნდოდა. ამ ვაჭრობის შედეგად მოხვდა „ქართული ოცნების” პარტიულ სიაში. ეს არის ამ კაცის ჩვენთან მოხვედრის წინაისტორია....

 

 

შემდეგ მინდა გითხრათ, რომ პირადად შევიტანე დათო უსუფაშვილთან თამაზ მეჭიაურის სახელი და გვარი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნად. ეს არის სიკეთის დაუნახავი ადამიანი, რომელიც ბრძანებს, რომ მე არ მინდაო ჩემს დეპუტატს ვინმე შეურაცხყოფას აყენებდესო. პირველი ეს არის, რომელმაც ჩემი მიცვალებულებიც კი შეურაცხყო თავისი მთვრალი გამონათქვამებით და თავისი არაკორექტულობით. 

 

 

თამაზ მეჭიაურს პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარეობის შემდეგ რამხელა შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი არაკომპეტენტურობით სასაცილო პერსონად და კარიკატურულ პიროვნებად იქცა. თავს გვჭრიდა ყველა მისი განცხადება. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს შეცდომა მე დავუშვი. დადის ახლა თიანეთში და გვლანძღავს, მეტს არაფერს აკეთებს", განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „რუსთავი 2"-ის  პირდაპირ ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები: 1
#1  ddd
      
რის გამო მიიყვანე? იმიტომ, რომ ნათესავები იყავით ხოო?!!! ესეიგი მართალი ვართ ხალხი, ამას აგერ შენი პირით აღიარებ!!! ნეპოტიზმი!!! თუ ხარ ამ მთავრობის, რომელიმე წევრთან ახლოს, "ზნაჩიტ" კარგად ხარ და თუ ამათი ნათესავი არ ხარ, დანარჩენი ადამიანი, გაჭირვებული!!! თუ ესეთი იყო და არა კომპეტენტური რას მიგყავდაა? ნათესაობა მაინც სხვაა არაა?!!!
25 ოქტომბერი 2017 21:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი