მეჭიაური ქუცნაშვილს პასუხობს: ოროთახიანი „ხრუშჩოვკიდან” წამოვიყვანე, მაგან კი არა, მე მივიყვანე ეგ პარლამენტში
25-10-2017, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს. მეჭიაური ქუცნაშვილს საზოგადოების მოტყუებაში სდებს ბრალს და მისი განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ ქუცნაშვილი თავად მიიყვანა პარლამენტში, ხოლო მისგან ღალატი მიიღო.

 

 

„ზაქარია ქუცნაშვილი სულელია, ბოდიში და ნაბიჭვარია რა. სად მყავდა კომისიები, კომისიები სულ მაგისი იყო, ოქმებს წერდნენ ეგენი. მეორეც, პატრიარქი ვინ ახსენა, რას დადის და დაჭორაობს?! მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, შეიძლება ცოტა კატეგორიულად და გავითვალისწინე, მასთან ურთიერთობის გაფუჭებას, ვამჯობინე რომ ასეთი ნაძირალა, გამხადარიყო დეპუტატი. 

 

 

რაც შეეხება ჩემს წარსულს, ოროთახიანი „ხრუშჩოვკიდან” წამოვიყვანე, მაგან კი არა, მე მივიყვანე ეგ პარლამენტში, სპეციალისტად 1995 წელს. მე რომ პირველად გავხდი პარლამენტარი, ეგ მყავდა ქაღალდების დამტარებლად საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა. ოთხი კაცი მოგვცეს მაჟორიტარ ფრაქციაში და იმიტომ შევედი, მაგისთვის იურისტის ადგილი გამეკეთებინა. გავუკეთე, დამითმეს ეგ. ერთ წელში გამყიდა, ვახტანგ რჩეულიშვილს რომ დავუპირისპირდი მაშინ და პავკა მაროზოვი” დაარქვეს.

 

 

რა მჭირდა მაგის მისაყვანი?! ორჯერ ვიყავი დეპუტატი და მეორე დეპუტატობაზე, ჩემი მოწინააღმდეგის შტაბის უფროსად მომევლინა, იმის სანაცვლოდ, რომ სიაში ჩაწერეს ეგ. სად მნახა მთვრალი მაგ ნაძირალამ?! ქეიფიც ვიცი და ყველაფერი, მაგრამ მთვრალი არავის ვუნახივარ ჯერ....

 

 

ეგ კურდღელი მთიელობას რომ იბრალებს, რისი მთიელია ეგ წარაკუა. ღამე რომ შემოიპრარება ხოლმე და დილით გაიპარება ხოლმე თიანეთიდან. იმდენ ადამიანს დააბრალა რაღაცეები, მაგას საერთოდ ღამეც აღარ შემოუშვებენ თიანეთში.....

 

 

მაგან რომ პირველი დეკლარაცია შეავსო, ჩაიხედეთ, აბა ნახეთ, პირველი ცოლის მზითვები ჩაწერა, ჟილაია” და სპალნა”, თან დიდი თანხები მიუწერა, რადგან სხვა არაფერი ჰქონდა ჩასაწერი. ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომეულები აქვს და ოჯახის ყველა წევრი მილიონერი ჰყავს, ჩემი მამიდაშვილიც გაუბიზნესმენებია, კახეთში ვენახებისა და ღვინის მწარმოებელი გამხდარა. აი, ეს არის ეს კაცუნა და კიდევ სხვებზე ლაპარაკობს, ერთხელ დავიჭერ და ცხვირ-პირს ავანგრევ”, განაცხადა თამაზ მეჭიაურმა „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი