კახა კალაძე: ნუგზარ ჭონქაძეს წარმატებები მინდა ვუსურვო - მასზე განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი
16-11-2017, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციის მიერ დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოეხმაურა.

 

 

ნუგზარ ჭონქაძეს წარმატებები მინდა ვუსურვო. ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, რომ ის გაართმევს თავს ამ დაკისრებულ მოვალეობას....

 

 

ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსურ პოლიციაში, იყო „პროგრესბანკის“ უსაფრთხოების ხელმძღვანელი. სხვა რომელ წარსულზე საუბრობთ? არის ჩოხოსანი, კარგი თამადა და კიდევ რა გაინტერესებთ? საინტერესოა, რომ განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდათ გასვრილი, ეს ადამიანები წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ ცოცხებით. მე არ მიყვარს წარსულ წლებზე საუბარი, რადგან ხალხი ელოდება მომავალ განვითარებას, ელოდება, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორცილდება, თუმცა მიწევს მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შეხსენება, რაც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში. უხერხულია ეს ადამიანები ჰომოფობიურ განცხადებებზე იძლეოდნენ შენიშვნებს", განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნას აპროტესტებენ.

 

 

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაშვილი აცხადებს, რომ ნუგზარ ჭონქაძე, იგივე სულიკო კედელაშვილი ოპოზიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. მისივე თქმით, ჭონქაძის თანამდებობაზე დანიშვნა ნიშნავს, რომ კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან არ იქნება.

 

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები გუშინ, 15 ნოემბერს დაასახელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი