სალომე სამადაშვილი: თუ ამ სპეცოპერაციაში მართლაც ლიკვიდირებულ იქნა ან დაკავებულ იქნა ჩატაევი, ჩნდება ძალიან სერიოზული შეკითხვები ამ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასთან
27-11-2017, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს.

 

 

პარტიის წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის თქმით, მათ კითხვები ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც აქვთ, რადგან თუ დადასტურდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ან ლიკვიდირებულ პირთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყებების მუშაობაში სერიოზული პრობლემაა.

 

 

„თუ ამ სპეცოპერაციაში მართლაც ლიკვიდირებულ იქნა ან დაკავებულ იქნა ჩატაევი, ჩნდება ძალიან სერიოზული შეკითხვები, როგორც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასთან, ასევე საზღვრის დაცვის კონტროლის სისტემასთან, უშიშროების სამსახურთან და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს, მაშინ როდესაც სუს-ისთვის გამოყოფილი შესაბამისი რესურსები ყოველდღიურად იზრდება, როდესაც სუს-ის გაძლიერება ხდება ყოველდღიურად, რაში ხარჯავს სუს-ი საკუთარ ძალისხმევას. ჩვენი ქვეყნის საზღვარს თავისუფლად ლახავს ადამიანი, რომელიც არის შესული ყველანაირ შესაბამის საერთაშორისო სიებში - ტერორისტთა სიაში და ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული შეკითხვები იქნება იმასთნ დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა ამ ადამიანის გათავისუფლება, როდესაც ის იმყოფებოდა პატიმრობაში ", განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი შეიძლება იყოს, თუმცა ზუსტი პასუხი ექსპერტიზის შემდეგ იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი