შეერთებული შტატები: გადაწყვეტილება მაჰმუდ აბასისა და მაიკ პენსის შეხვედრის გაუქმების შესახებ ზიანის მომტანი იქნება
08-12-2017, 10:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პალესტინელების განცხადებას, რომ პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასსა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს შორის დეკემბერში დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგება, ვაშინგტონი ეხმაურება.

 

 

შეერთებულ შტატებში აცხადებენ, ვიცე პრეზიდენტთან მოლაპარაკების ჩაშლის გადაწყვეტილება მხოლოდ ზიანის მომტანი - „კონტრპროდუქტიული" იქნება.

 


შეხვედრის გაუქმების შესახებ განცხადება აბასის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯიბრილ რაჯოუბმა გააკეთა. მისი თქმით, მაიკ პენსს პალესტინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.

 

 

ტრამპმა ოთხშაბათს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით უზარმაზარი გადატრიალება მოახდინა შეერთებული შტატების ათწლეულობით არსებულ პოლიტიკაში, რითაც პალესტინელებისთვის ხანგრძლივი საერთაშორისო გარანტიები, რომ წმინდა ქალაქის ბედი მოლაპარაკებებით იქნებოდა განსაზღვრული, მთლიანად თავდაყირა დააყენა.

 

 

დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ ასეულობით პალესტინელ პროტესტანტსა და ისრაელის ჯარებს შორის შეხლა-შემოხლამ იფეთქა, მაშინ როცა დემონსტრანტებმა ღაზაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოსტერები და აშშ-ის და ისრაელის დროშები დაწვეს.

 

 

ღაზას სექტორში, „ჰამასის“ლიდერმა, ისმაილ ჰანიეჰმა პალესტინელებს მოუწოდა პარასკევს ისრაელის წინააღმდეგ ახალი ინტიფადა (ამბოხება) დაიწყონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი