შსს: ყოველგვარი განცხადებები ზეწოლის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და წარმოადგენს გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ტაქტიკას არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის
22-01-2018, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს უარყოფს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დროებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

 

 

ყოველგვარი განცხადებები ზეწოლის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და წარმოადგენს გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ტაქტიკას არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

 


როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი ჭანტურიას გამოკითხვის დროს, ჭანტურიას სამართალდამცველებმა დაუსვეს ლოგიკური კითხვები მკვლელობასთან მის შესაძლო კავშირთან დაკავშირებით.

 

 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 17 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა გიორგი ჭანტურია, რომელიც მოგვიანებით გათავისუფლდა.

 

 

გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, სხვა ფაქტებთან ერთად, გამოიკვეთა, რომ გიორგი ჭანტურია იყო ის პირი, რომელმაც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობამდე ნახა. შესაბამისად, გამოკითხვის დროს, ჭანტურიას სამართალდამცველებმა დაუსვეს ლოგიკური კითხვები მკვლელობასთან მის შესაძლო კავშირთან დაკავშირებით.

 


აღნიშნული არის დანაშაულის გამოძიების სტანდარტული და ფართოდ აპრობირებული ტაქტიკა. შესაბამისად, ყოველგვარი განცხადებები ზეწოლის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და წარმოადგენს გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ტაქტიკას არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

 


მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და თავი შეიკავონ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან.

 


შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 


სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დროებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, შს სამინისტროს მაღალჩინოსანი - მინისტრის პირველი მოადგილე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი