გიგა ბოკერია: რუსი დიპლომატის გაძევება რამდენიმე დღით დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
29-03-2018, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელის საქართველოდან გაძევების თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება.

 

 

ბოკერია საქართველოს დიპლომატიური უწყების აღნიშნულ გადაწყვეტილებას სწორ ნაბიჯად აფასებს.

 

 

„თავიდანვე პოზიცია გვქონდა, რომ საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილი უნდა იყოს იმ აგრესიაზე, რომელიც რუსეთმა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ განახორციელა. ეს სწორი ნაბიჯია, თუმცა იმის ფსიქოანალიზს ვერ გავაკეთებ, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი თუნდაც დაგვიანებით რატომ გადადგა. მთავრობის ხედვის, მრწამსისა და უნარის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, სწორი ნაბიჯები გადადგას. ჩვენი ამოცანაა, რომ სანამ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება, მანამდე ქვეყნისთვის ნაკლები ზიანი და შეცდომა დავაშვებინოთ, რაც რეზოლუციის მიღებისას მოხდა.... დიპლომატის გაძევება რამდენიმე დღით დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, განუცხადა ბოკერიამ „საზოგადოებრივ მაუწყებელს".

 

 

საგარეო უწყება საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ ქვეყნის დატოვებას 7 დღის ვადაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი